Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დიტო ჩუბინიძე იმერეთში დააკავეს და თბილისში ახლა გადმოჰყავთ – ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ – ადვოკატი

October 22, 2026
დიტო ჩუბინიძე იმერეთში დააკავეს და თბილისში ახლა გადმოჰყავთ – ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ – ადვოკატი

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებულ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის ადვოკატის, ნონა ფილაურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმერეთში დააკავეს და ახლა მისი ეტაპირება ხორციელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ფილაური აცხადებს, ჩუბინიძეს ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. რაც შეეხება საქმის დეტალებს, როგორც ადვოკატი განმარტავს, საქმის მასალებს ჯერ არ იცნობს, ის დაკავებულ ჟურნალისტს დროებითი მოთავსების იზოლატორში დღეს მოინახულებს, რის შემდეგაც, მისთვის მეტი რამ იქნება ცნობილი.

„ამ საქმეს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. რაიონში დააკავეს, ახლა თბილისში მოჰყავთ. ჩემთვის ერთადერთი რამაა ცნობილი, რომ ლაზარე ჯორბენაძის თემასთან დაკავშირებით დააკავეს, ამ საქმეზე გამოძიება ხომ მიდიოდა. სავარაუდოდ, მის მიმართ ბრალდების მხრიდან სამშობლოს ღალატის მუხლით არის პრეტენზია, დოკუმენტაცია ჯერ მე არ მინახავს. დიტოს აუცილებლად შევხვდები და გავარკვევ, რა ხდება მის თავს.

ვიცი, რომ იმერეთში დააკავეს და მოჰყავთ, გზაშია, თბილისში, დროებითი მოთავსების იზოლატორში უნდა შეასახლონ. გამომძიებელი დამირეკავს და მეტყვის, რომელ იზოლატორში იქნება და შემდეგ შევხვდები.

ბრალთან დაკავშირებით მისი პოზიცია არ ვიცი. ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ“, – განაცხადა ფილაურმა.

ცნობისთვის, დღეს, გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დომენტი (დიტო) ჩუბინიძე დააკავა. უწყების განმარტებით, „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ღარიბაშვილის ადვოკატი გამორიცხავს, რომ ჩუბინიძის დაკავება მისი დაცვის ქვეშ მყოფთან კავშირშია
  • ადვოკატი არ პასუხობს კითხვას, ემსახურება თუ არა ჩუბინიძის დაკავება ღარიბაშვილისთვის ბრალის დამძიმებას
  • წულუკიანის კომისიის დასკვნიდან მტკიცებულებების გამოთხოვაზე შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge