სხდომის მეორე დღეს, უკვე ძალიან ნათელია, რომ ეს სარჩელი სამართლებრივად არის აბსოლუტური აბსურდი, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს სარჩელს, „ლელო” ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.
„მე არ ვიცი საკონსტიტუციო სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ გადაწყვეტს, რომ ფიგურალურად თვითმკვლელობა ჩაიდინოს და დააკმაყოფილოს ეს სარჩელი, რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას სტრასბურგში, საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ სრული იმედი მაქვს, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლომ არ უხმო ჭკუას და გონიერებას და არ ჩათვალა აუცილებლად, რომ თავად მიიღოს ზომები, რომელიც გაანეიტრალებს ამ სამართლებრივ აბსურდს და კონსტიტუციური გადატრიალების მცდელობას, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს ჩვენ ვუყურებთ, სტრასბურგი გასცემს პასუხს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
