“ქართულ ოცნებაში“ ამტკიცებენ, რომ დიტო ჩუბინიძის და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, დავით გარეჯთან დაკავშირებით, თანხვედრაში იყო.
ირაკლი ჭეიშვილის თქმით, ეს იყო მიზანმიმართული, ხელისუფლების და ქვეყნის დისკრედიტაციისკენ მიმართული სტატიები და ვინ უკვეთავდა და რა თანხას აძლევდა, ამას გამოძიება დაადგენს.
“თანმხვედრი იყო მათი განცხადებები, ეს ვთქვი მე, დანარჩენს გამოძიება დაადგენს. ვაკონკრეტებ, მხოლოდ თანხვედრაში მოდიოდა მათი განცხადებები, დავით გარეჯთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ახლა, ვინ უკვეთავდა, რას უკვეთავდა, ვინ თანხას არ აძლევდა, თუ აძლევდა, ეს იყო მიზანმიმართული ხელისუფლების და ჩვენი ქვეყნის დისკრედიტაციისკენ მიმართული სტატიები. პროკურატურა დაადგენს, რა კავშირი ექნება ღარიბაშვილს თუ სხვა პოლიტკოსებს მსგავს სტატიებთან და მსგავს ჟურნალისტთან” – ამბობს ჭეიშვილი.
საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე დააკავეს.
საგამოძიებო უწყება ჩუბინიძეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვაზრთან მდებარე დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.
პროკურატურაში თქვეს, რომ „2026 წლის თებერვლიდან დიტო ჩუბინიძე სხვადასხვა მედიასაშუალებისა და სოციალური პლატფორმების გამოყენებით სისტემატურად ახორციელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს”. მას 4-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
