აგენტურულ ოპოზიციას პოლიტიკურ არგუმენტებში ორიანი აქვს, სამართლებრივ არგუმენტებში – მინუს ორი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იონათამიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები, უსამშობლოები არიან, კვალიფიკაციაშიც ძალიან უჭირთ და ესეც ბუნებრივია.
„საკონსტიტუციო სასამართლოზე მათი საუბრიდან გამომდინარე იკვეთება და ძლიერდება ის არგუმენტები, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს. ფაქტობრივად, ისინი აღიარებით ჩვენებას იძლევიან, რატომ არიან ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ძალები. რა თქმა უნდა, დანარჩენს სასამართლო შეაფასებს და არგუმენტირებულ გადაწყვეტილებას მიიღებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი საჯარო და გამჭვირვალეა. ჩვენი საზოგადოება პროცესს თვალყურს ადევნებს, რომელმაც რადიკალურ ოპოზიციას გადაწყვეტილება არჩევნებზე უკვე გამოუტანა“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
