Thursday, October 22, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

October 22, 2026
მიხეილ სააკაშვილი ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“გაფრ­თხი­ლებ­დით მე ივა­ნიშ­ვი­ლი “ბესპრე­დელ­ში­კია“-მეთ­ქი და უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გა­და­ჭარ­ბე­ბა ეგო­ნა – იხი­ლეთ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა “ბესპრე­დე­ლი“. ამით ყვე­ლას ეუბ­ნე­ბა – “ჯერ ცი­ხე­ში ჩაგ­სვამთ და მერე იქ იქ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლიო” და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია“,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე-3 პრე­ზი­დენ­ტი, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რი­თაც მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც გლ­და­ნის ცი­ხე­ში ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გე­ნელს, ბრალ­დე­ბულ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი, ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნი კი­დევ ოთხი პირი.

მისი თქმით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სა­პა­ტიო თავ­მჯდო­მა­რეს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ძმებ ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის წე­რი­ლე­ბი ცი­ხი­დან არ მო­ე­წო­ნა, ამი­ტომ ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ეს სა­მე­გობ­როს უთხრა, რომ ეს ამ­ბა­ვი მო­ეგ­ვა­რე­ბი­ნათ.

“ჩემ­თვის უკვე დღე­სა­ვით ნა­თე­ლია თუ რა მოხ­და. ივა­ნიშ­ვილს არ მო­ე­წო­ნა ძმე­ბი ფე­იქ­რიშ­ვი­ლე­ბის წე­რი­ლე­ბი ცი­ხი­დან. ბე­რას უახ­ლო­ეს სა­მე­გობ­როს, კაწ­როს და ყი­ფი­ანს უთხრეს, რო­გორც გინ­დათ ისე მო­აგ­ვა­რეთ ეს ამ­ბა­ვიო. ამა­თაც მიგ­ვიშ­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლებ­თან და მერე ჩვენ ვი­ცი­თო.

დად­გეს ვა­კის პარ­კის კა­ფე­ში ძა­ლი­ან ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სცე­ნა ვი­თომ ჩხუ­ბის. დად­გმუ­ლი რო­მაა კად­რებ­შიც კარ­გად ჩანს. მერე ესე­ნი ვი­თომ და­ი­ჭი­რეს, მი­უშ­ვეს ცი­ხე­ში და იქ სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ ივა­ნიშ­ვი­ლის გაბ­რა­ზე­ბულ ფე­იქ­რიშ­ვი­ლებს, რო­მელ­თა სა­კან­ში რა­ტომ­ღაც სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა არ აღ­მოჩ­ნდა, მა­შინ როცა ასე­თი კა­მე­რა აყე­ნია სის­ტე­მის უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა სა­კან­ში, ამ ერ­თის გარ­და.

ხალ­ხო ხვდე­ბით მა­ინც, რა დღე­ში აღ­მოვ­ჩნდით?

გაფრ­თხი­ლებ­დით მე ივა­ნიშ­ვი­ლი “ბესპრე­დელ­ში­კია“-მეთ­ქი და უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გა­და­ჭარ­ბე­ბა ეგო­ნა. ჰოდა იხი­ლეთ რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა “ბესპრე­დე­ლი”. ამით ყვე­ლას ეუბ­ნე­ბა – “ჯერ ცი­ხე­ში ჩაგ­სვამთ და მერე იქ იქ­ნე­ბით ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლიო“ და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია, თუ ჩვენ თვი­თონ არ და­ვუს­ვით და­სას­რუ­ლი”,- წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, გლ­და­ნის მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ მე­დი­ას­თან, ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა პა­ა­ტა გო­ი­აშ­ვილ­მა ისა­უბ­რა. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კან­ში, რო­მელ­შიც ზის ბრალ­დე­ბუ­ლი და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, შე­ა­სახ­ლეს ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნი, ავ­თან­დილ ბი­ლა­ნიშ­ვი­ლი (იგი­ვე “კაწ­რო“) შოთა ყი­ფი­ა­ნი, კა­ჭა­რა­ვა და გო­ცი­რი­ძე და ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილს. შე­დე­გად ფე­იქ­რიშ­ვილ­მა სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, მათ შო­რის მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი მი­ი­ღო. ად­ვო­კა­ტის თქმით, ისი­ნი ითხოვ­დნენ “მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე და­ყე­ნე­ბულ კოდს“. ასე­ვე ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის შემ­დეგ, “ძმის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად“ გოგა ფე­იქ­რიშ­ვილ­მა ვე­ნე­ბი გა­და­იჭ­რა, რო­მე­ლიც ასე­ვე გლ­და­ნის ცი­ხე­ში ზის, ოღონდ სხვა სა­კან­ში.

მე-8 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­მო­ეხ­მა­უ­რა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და აღ­ნიშ­ნა, რომ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­ზე თა­ნა­მე­საკ­ნე­ე­ბის­გან არა­ნა­ირ ძა­ლა­დო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

“ის გა­მო­იყ­ვა­ნეს ად­ვო­კატ­თან, რა დრო­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად, სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით და­ტო­ვა ოთა­ხი, ჩა­ამ­ტვრია დე­რე­ფან­ში ფან­ჯრის მინა და თვით­და­ზი­ა­ნე­ბით იმუქ­რე­ბო­და“, – ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­პი­რის­პი­რე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას უარ­ყოფს ბრალ­დე­ბუ­ლი. ე.წ. კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვატო ყი­ფი­ა­ნიც. რო­გორც მისი ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, ვატო ყი­ფი­ა­ნი და­ვით ფე­იქ­რიშ­ვილ­თან სა­კან­ში შე­სახ­ლე­ბა­სა და კონ­ფლიქტს კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს. ყი­ფი­ა­ნის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა, რომ ყვე­ლა­ფერს და­ად­გენს გა­მო­ძი­ე­ბა და გახ­დე­ბა ნა­თე­ლი.

პა­ტი­მარ და­ვით ფე­იქ­რიშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გე­ნე­რა­ლუ­რი ინ­სპექ­ცი­ის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლომ და­ი­წყო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დედის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილმა გამოძიებასთან ითანამშრომლა
  • ” ბრალს ვაღიარებ – ვხვდები, რომ, რაც ვთქვი, მუქარა იყო”- თამაზ ელიზბარაშვილი
  • გერმანიაში იგეგმება ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის აკრძალვა, ამ შემთხვევაში ეუთო-ს პოზიციები სად არის? ეს არის ორმაგი სტანდარტი – ირაკლი ჭეიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge