ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ დავით გარეჯის თემაზე ყოფილი პრემიერმა მეტი სასამართლო პროცესზე თქვას.
ლილი გელაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა რიგით მეცხრე წერილი მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის საპასუხიდ გაავრცელა.
თითქოსდა, ის ქვეყნის დამაქცეველი იყო, ის იყო კურუფციონერი ახლა კი დამთავრდა, გაიმარჯვეს და ქვეყანაში აღარ არსებობს კუროფცია – აი, ესეთი ნარატივები გვესმის, გვესმის, რომ აი, ჯარი გაძარცვა – ამას უპასუხა თვითონ. დანარჩენმა, ვინ რა გააკეთა თუ არ გააკეთა სხვამ გასცეს პასუხი.
დავით გარეჯის საკითზე რა თქმა უნდა, ბევრი ინფორმაცია აქვს. თავდაცვის მინისტრი იყო და არამარტო, ის იყო პრემიერ-მინისტრი და ძალიან ბევრიც გააკეთა და ამიტომ, რა თქმა უნდა, გული შესტკივა, როცა რაღაცა კითხვები ისმევა, როცა რაღაც არ ჩანს კარგად.
მედიიდან, თქვანგან და სხვებისგან გებულობს, რომ რაღაც პრეტყენზიებია გამოთქმული ამ საკითხთან დაკავშირებით, რომ დაიგნორირებულია. რა თქმა უნდა, ბევრი რამ იცის, ამაზე ხომ ორი ზარი არ არსებობს.
ღარიბაშვილი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მან ერთხელ უკვე აღნიშნა, რომ ჩემი წერილები ყოველთვის იქნება სარკისებური ეფექტისო, ეს კარგად მოგეხსენებათ რას ნიშნავს”- თქვა ადვოკატმა.
ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გამოქვეყნებულ ახალ წერილში დავით-გარეჯთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას დღეს უპასუხა.
“ეტყობა, მოაგვარა და მე გამომრჩა რამე”- ასეთი იყო “ქრთული ოცნების” ლიდერის რეპლიკა “პირველების” კითხვის საპასუხოდ.
პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ღარიბაშვილის განცხადებები საინტერესო არავისთვის აღარ არის.
