Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც – გამოძიებას დაველოდოთ”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე

October 21, 2026
აქტიურად ვმუშაობთ ანაკლიის მიმართულებით დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტზე, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, დაგეგმილია ახალი, 18-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა- ირაკლი კობახიძე

გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებ, – ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.

უფრო კონკრეტულად კი, პრემიერ-მინისტრს ჰკითხეს, თუ როგორ მოხდა ის ფაქტი, რომ დაპირისპირებული ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ერთ საკანში შეასახლეს.

კობახიძის თქმით, ის გამოძიების შედეგებს ელოდება.

„ვერ გეტყვით, დაველოდოთ გამოძიებას, მე როგორც ვიცი, გამოძიება დაწყებულია. როგორც ვიცი, გამოძიება კონკრეტულად, სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზეა დაწყებული, მე პირადად, გამოძიების შედეგებს დაველოდები და მერე ვნახოთ, რა კომენტარი მექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, დაპირისპირებული მხარეების ერთ საკანში შესახლება არის თუ არა ციხის ადმინისტრაციის მხრიდან გადაცდომა, კობახიძე კვლავ პასუხობს, რომ ის გამოძიების შედეგებს ელოდება.

„ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც. გამოძიებას დაველოდოთ, მთავარია, გამოძიებამ ყველა კითხვას გასცეს პასუხი, რა იყო დაზიანება, რა იყო დაზიანების მიზეზი, რა იყო ციხის ადმინისტრაციის როლი და ა.შ. ამის შემდეგ, გპირდებით, რომ კომენტარებს გავაკეთებთ. კითხვები კი არა, ველოდები გამოძიებას, გამოძიების შედეგებს ველოდები აბსოლუტურად ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი “ვივამედში” თავდაპირველად 19 ოქტომბერს 21:00 საათზე შეიყვანეს. „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით იყო შეყვანილი. ის დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით N18 პენიტენციურ დაწესებულებაში გაწერეს, რომელიც ციხის სამკურნალო დაწესებულებაა.

უფრო ადრე, პატიმარ ფეიქრიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილს ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, მათ შორის, ვატო ყიფიანმა და ავთანდილ ბილანიშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ, დავით ფეიქრიშვილთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. პენიტენციურმა სამსახურმა უარყო მანამდე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და განაცხადა, რომ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.

20 ოქტომბერს, დავით ფეიქრიშვილი კვლავ “ვივამედში” გადაიყვანეს, კლინიკაში აცხადებენ, რომ დავით ფეიქრიშვილს აღენიშნება დაზიანებები ზემო კიდურებზე, რა დაზიანებებიც წინა დღეს არ ჰქონია, ხოლო მისი მდგომარეობა მძიმე არ არის და სტაბილურია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაწყებული პროცესი არის ისტორიული და პრეცედენტული, რომლის მნიშვნელობაც სცდება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას” – დავით ჩიხელიძე
  • “არავინ სარჩელში „ნაციონალურ მოძრაობას“ ომის დაწყებას არ აბრალებს – მათ სურთ, თავისი მძიმე ქმედებები სახელმწიფო ინტერესებით გადაფარონ”- გიორგი კახიანი
  • ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილის მიერ გარეჯზე გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge