Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება თუ მართებულია საფრანგეთსა და ბრიტანეთში, მაშინ რატომ გახდა საქართველო უსაფუძვლო თავდასხმების ობიექტი”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი

October 21, 2026
“გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრება თუ მართებულია საფრანგეთსა და ბრიტანეთში, მაშინ რატომ გახდა საქართველო უსაფუძვლო თავდასხმების ობიექტი”- რას ამბობს დავით მათიკაშვილი

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა საკუთარ გამოსვლაში გარე ჩარევებთან დაკავშირებით საქართველოს მაგალითიც მოიყვანა. ამ მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრება თუ მართებულია საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში, მაშინ რა დააშავა ქართველმა ხალხმა? რატომ გახდა საქართველო უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი თავდასხმების ობიექტი, როცა ქვეყანა სუვერენიტეტის დასაცავად საკანონმდებლო ჩარჩოს იღებდა?, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

დავით მათიკაშვილის თქმით, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტებთან.

„საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება სურდათ და ამიტომაც კადრულობდნენ იმას, რასაც სჩადიოდნენ. ახლა, როცა იგივე პრობლემები ევროპაშია, ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ, რაც მანამდე საქართველომ მიიღო. ამის გამო კი ქვეყანა უსაფუძვლოდ გააკრიტიკეს. ახლა თავად ტაშის კვრით ცდილობენ ამ ჩარჩოების დანერგვას. არჩევნების შემდეგ, ვადაგასულ სალომე ზურაბიშვილს კვლავ ლეგიტიმურ პრეზიდენტად მოიხსენიებდნენ და სად იყო ლოგიკა? თავის დროზე, საქართველოს წინააღმდეგ მომზადებული იყო გეგმა, რომელიც ქართველი ხალხის არჩევანის უგულებელყოფით ევრობიუროკრატიის ინტერესების გატარებას გულისხმობდა. მავანმა რეალობას თვალი როცა გაუსწორა, ჩვენს ქვეყანაში არსებული მოცემულობა სწორად შეაფასეს და საქართველოც ახსენეს. იყო დრო, როდესაც იმავე ქვეყნის პრეზიდენტი ისეთი განცხადებებით გამოდიოდა საქართველოსთან მიმართებით, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა. იმედია, ახლა მაინც პრეზიდენტი და მინისტრები შეთანხმდებიან და ჩამოყალიბდებიან, იყო საქართველოში გარე ჩარევები, თავდასხმა, რასაც შიდა საქმეთა მინისტრი ბრძანებს და სავსებით მართებულად, თუ საქართველო, ქართველი ხალხი იღებდა ანტიდემოკრატიულ და ანტიევროპულ კანონებს, რომლებსაც დღეს იღებს საფრანგეთი და რომელზეც ასე ურცხვად ხაზს უსვამდა საფრანგეთის პრეზიდენტი თავის დროზე“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა სენატის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ბოლო თვეებში ევროპის რამდენიმე ქვეყანა არჩევნების პერიოდში ინფორმაციის მასშტაბური მანიპულაციის სამიზნე გახდა, მათ შორისაა საქართველო, მოლდოვა, გერმანია და გაერთიანებული სამეფო“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც – გამოძიებას დაველოდოთ”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე
  • სხდომიდან გაძევებამდე, ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილის დაკითხვის შუამდგომლობა დააყენა
  • “ძალიან დიდი ტყუილია თქვენი რეპლიკა – არ მინდა გავიხსენო და ვისაუბრო იმაზე, რამხელა წნეხის და ზეწოლის ქვეშ იყო ჩემი ოჯახი თქვენი ხელისუფლების პირობებში”- გიორგი კახიანი ანა წითლიძეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge