Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“დღემდე, ევროკავშირს არ აქვს გააზრებული, შემუშავებული პოლიტიკა ამ რეჟიმთან მიმართებით და ასე ქაოსურად არიან – ესენი რაღაცას იზამენ, ისინი პასუხს სცემენ”- რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

October 21, 2026
“დღემდე, ევროკავშირს არ აქვს გააზრებული, შემუშავებული პოლიტიკა ამ რეჟიმთან მიმართებით და ასე ქაოსურად არიან – ესენი რაღაცას იზამენ, ისინი პასუხს სცემენ”- რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე

მე არსებითად მგონია, რომ მოქმედებაში არაფერი არ იცვლება, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის გაჩერების გზა არ გადიოდა ფორმალურად ბიულეტენში ჩემს ყოფნა – არ ყოფნაზე. ამათი გაჩერების მხოლოდ ორი გზა არსებობს – ერთი, გარე წნეხი და მეორე, ქვეყნის შიგნით ხალხის, მოქალაქეების მობილიზაცია. როდესაც მოქალაქეები გაიაზრებენ, რომ მათი გასაკეთებელია ეს საქმე, მერე გავაჩერებთ ამ რეჟიმს ერთად,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიების აკრძალვის შედეგი ასევე იქნება, კიდევ უფრო მეტი საგარეო იზოლაცია, რომლის ფასიც ქვეყნის უსაფრთხოებაა და კიდევ უფრო მკვეთრი ეკონომიკური უკუსვლა.

„შედეგი იქნება ის, რომ ამ ქვეყნის იზოლაცია კიდევ უფრო გაღრმავდება. ამ იზოლაციას აქვს კონკრეტული ფასი, ერთი ფასი ეს არის ამ ქვეყნის უსაფრთხოება, რომელსაც ჩვენ ახლა უკვე ვიხდით, ის რომ აზერბაიჯანის საგარეო, როცა არ დაეზარება გვაფურთხებს და აქედან პასუხის გამცემი არ არის, ის, რომ ირანის ელჩი 2 კვირაში ერთხელ თავზე გვახურებს და პასუხის გამცემი არავინ არ არის. ადრე ხომ მარტო რუსეთი იყო, ახლა ვისაც არ ეზარება… იმიტომ, რომ დაუცველები ვართ, იმიტომ, რომ მეგობარი აღარ გვყავს, არავინ აღარ დარჩა, ვინც ჩვენს გამო, ჩვენი პრობლემებისთვის ხმას ამოიღებს და რამეს იტყვის, არც მიგვესვლება არავისთან, რომ რამე ვთხოვოთ. მეორე, ეკონომიკური პრობლემები გაღრმავდება ყველა შემთხვევაში. ამ ქვეყანაში ინვესტიციები აღარ იდება, აღარავის აღარ აინტერესებს ეს ქვეყანა. ეს ქვეყანა სანამ მიდიოდა ევროკავშირისკენ, მანამდე იყო საინტერესო აქ ფულის ჩადება. ხალხს რომ აწუხებს უმუშევრობა და რომ აწუხებს მაღალი ფასები, არაფერს მაგას არ ეშველება. სანამ ეს რეჟიმი არის, ეს პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, დასავლეთისგან პარტიების აკრძალვას შეიძლება მოჰყვეს რაიმე სანქციები, თუმცა ევროკავშირს „რეჟიმის“ მიმართ ჩამოყალიბებული და გააზრებული პოლიტიკა მაინც არ აქვს.

„ალბათ, იქნება რაღაც სანქციები, რაღაც რეაქციები ნებისმიერ შემთხვევაში ექნებათ, რაც სამწუხაროა, იმიტომ, რომ დასავლეთის მხრიდან ისევ იგივე შემთხვევა იქნება, რომ ესენი რაღაცას აფუჭებენ და მერე იქიდან ხდება რეაქცია. ისინი პროაქტიულად არ მოქმედებენ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ, დღემდე, ევროკავშირს არ აქვს გააზრებული, შემუშავებული პოლიტიკა ამ რეჟიმთან მიმართებით და ასე ქაოსურად არიან – ესენი რაღაცას იზამენ, ისინი პასუხს სცემენ. მე არსებითად მგონია, რომ მოქმედებაში არაფერი არ იცვლება, იმიტომ, რომ ამ რეჟიმის გაჩერების გზა არ გადიოდა ფორმალურად ბიულეტენში ჩემს ყოფნა- არ ყოფნაზე. ამათი გაჩერების მხოლოდ ორი გზა არსებობს – ერთი, გარე წნეხი და მეორე, ქვეყნის შიგნით ხალხის, მოქალაქეების მობილიზაცია. როდესაც მოქალაქეები გაიაზრებენ, რომ მათი გასაკეთებელია ეს საქმე, მერე გავაჩერებთ ამ რეჟიმს ერთად. საქმე არის მობილიზაცია, რაც რთულად გამოდის, იმიტომ, რომ ზედმეტი დეპრესია და ზედმეტი ნიჰილიზმია ქვეყანაში. სულ რომ ნულიდან იყოს დასაწყები, აგურ-აგურ არის ასაშენებელი და ბოლოს მაინც მოვიგებთ“.- განაცხადა ჯაფარიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გურჯაანში, ორი კვირის წინ დაკარგული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
  • ადვოკატის თქმით, ვატო ყიფიანი გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს
  • ენმ სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge