Wednesday, October 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა. მოვუწოდებ, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს”- რას ამბობს არჩილ გორდულაძე

October 21, 2026
“გახარიას პარტია იშლება”-არჩილ გორდულაძე

ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადების შესახებ.

გორდულაძე მოუწოდებს, მიხედონ თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას.

“ევროკავშირი შექმნილია რამდენიმე პრინციპზე და ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპი ზუსტადაც კანონის უზენაესობაა. მეორე მხრივ, სხვა ქვეყნის პატივისცემა და სუვერენიტეტის არჩევა. ევროკომისიის განცხადება სხვა არაფერია თუ არა მართლმსაჯულებაზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც არახალია. სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. ელჩს არაერთხელ უცდია მართლმსაჯულებაზე ზეწოლა განეხორციელებინა მათ შორის, ბათუმშიც, ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობისას პირდაპირ ესწრებოდნენ სხდომებს, თან თარჯიმნის გარეშე, რა თქმა უნდა, არც არაფერს იგებდნენ, ეს იყო მცდელობა, რომ როგორმე მოსამართლეს სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ახლა, პრესსპიკერის განცხადება ზუსტად იგივეა, ჩაერიონ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ყველაზე უარესი- ევროკავშირის ფუძემდებლური პრინციპის კანონის უზენაესობის და თავისუფალი მართლმსაჯულების შელახვისა და ზეწოლის მცდელობაა, ამიტომ, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მიხედონ თავიანთ საქმეს, თავიანთ ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, ამავე ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლებასა და კანონის უზენაესობას და თავი დაანებონ დამოუკიდებელი საქართველოს, დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილებებზე ზეწოლის მოხდენის მცდელობებსა და მათ კორექტირების მცდელობას”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრესსპიკერი, კრისტიან ვიგანდი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სასამართლოში დაგეგმილ განხილვებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ “ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მთავარი პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელს”. მისი თქმით, მართლმსაჯულების სისტემის შესაძლო ინსტრუმენტალიზაციის შესახებ პროცესი შეშფოთებას იწვევს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ოჯახის ინფორმაციით, დავით ფეიქრიშვილი მზად, არის ციხეში მომხდარი თავდასხმის საქმეზე გამოძიებას ჩვენება მისცეს
  • “შეეგუონ იმას, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ სასამართლოები იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, როგორც საკუთარი ხელისუფლებისგან, ასევე საერთაშორისო აქტორებისგან”- რას ამბობს თენგიზ შარმანაშვილი
  • “კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებაზე უარესი რამ არის” – რას ამბობს ლევან ცუცქირიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge