კლინიკა „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძე ადასტურებს ინფორმაციას, რომ პატიმარი, დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს.
მისი თქმით, პაციენტი N18 პენიტენციურ დაწესებულებაში, ციხის სამკურნალო დაწესებულებაში უკვე გაწერეს.
„დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, დაზიანებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებაში მოგაწვდიან. დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო N18 პენიტენციურ დაწესებულებაში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მედიკოსის კომენტარს “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დედამ არ გამორიცხა, რომ შვილებზე ციხის საკანში მოწყობილი სასტიკი ანგარიშსწორება ერთ-ერთი მათგანის მობილურ ტელეფონში შენახულ შესაძლო მტკიცებულებებს უკავშირდებოდეს.
