Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია…” – რას ამბობს თამარ ჩერგოლეიშვილი

October 20, 2026
“საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

გაასაჯაროვეთ საკნის ჩანაწერები! – ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებს – დავით ფეიქრიშვილსა და მეორე მხრივ, ვატო ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილსა და კიდევ რამდენიმე პირს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს იმასაც, რომ „ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია“.

„ბერა ივანიშვილი შარში მამამისმა გახვია. ვატო ყიფიანის და ბილანიშვილის დაჭერა და ფეიქრიშვილების ცემა მაგ შარს არ უშველის. გაასაჯაროვეთ საკნის ჩანაწერები!“ – წერს ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე.

ცნობისთვის, ადვოკატის ინფორმაციით, გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულეები, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანი, კაჭარავა და გოცირიძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ე.წ. კრიმინალურ წრეებთან დაახლოებულ პირს, ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილს. შედეგად ფეიქრიშვილს დაზიანებები, მათ შორის მოტეხილობები აქვს. ასევე, ადვოკატის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც აღნიშნული დაპირისპირება მოხდა, „ძმის სიცოცხლის გადასარჩენად“ ვენები გადაიჭრა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ასევე გლდანის ციხეში, ოღონდ სხვა საკანში ზის.

„დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სავალალო – ჩამტვრეული აქვს ოთხი ნეკნი, თავის ქალა, სახის ძვლები და სისხლნაჟღენთები აქვს. მისი გადმოცემით, ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს ვატო ყიფიანმა, ავთანდილ ბილანიშვილმა (იგივე „კაწრო“), შოთა ყიფიანმა, კაჭარავამ და გოცირიძემ. [ძმას] გოგა ფეიქრიშვილსაც აქვს დაზიანება, გუშინ ვენები გადაიჭრა“, – განაცხადა ფეიქრიშვილების ადვოკატმა, პაატა გოგიაშვილმა „ფორმულასთან“ საუბარში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კრიმინალურ წრეებთან დაკავშირებული ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები, თბილისში, მიმდინარე წლის 22 სექტემბერს დააკავეს. დაკავება ძალადობას და გამოძალვას უკავშირდება. რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს (ე.წ.კაწრო), მათი დაკავება 2026 წლის 15 ოქტომბერს მოხდა. მათ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას ედავებიან.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ევროკომისია 4 ნოემბერს გაფართოების შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მოსალოდნელია, რომ ანგარიშში განმეორდეს შეფასება: საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ სახელითაა- მედია
  • დედის ინფორმაციით, ნაცემ ფეიქრიშვილთან ციხეში შესულ ომბუდსმენის წარმომადგენელს შუქი არ აუნთეს
  • “დავით ფეიქრიშვილი კლინიკა „ვივამედში“ 21:00 საათზე შემოიყვანეს, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა – დაკვირვების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციებით გადაყვანილი იყო ციხის N18 სამკურნალო დაწესებულებაში”- რას ამბობს ზურაბ ჩხაიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge