Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ქალები კვერცხუჯრედებს საზღვარგარეთ ყიდდნენ” – ორგანიზებული დანაშაული თურქეთში და სქემა, სადაც საქართველოც ფიგურირებს

October 20, 2026
“ქალები კვერცხუჯრედებს საზღვარგარეთ ყიდდნენ” – ორგანიზებული დანაშაული თურქეთში და სქემა, სადაც საქართველოც ფიგურირებს

თურ­ქეთ­ში ქა­ლე­ბის კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ყიდ­ვის საქ­მე­ზე 39 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, მათ შო­რის ექი­მე­ბი. თურ­ქე­თის იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, აქინ გი­ურ­ლე­ქის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ეხე­ბა სა­ვა­რა­უ­დო სქე­მას, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქა­ლებს კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის გა­სა­ყი­დად სა­ზღვარ­გა­რეთ აგ­ზავ­ნიდ­ნენ. საქ­მე­ში ფი­გუ­რი­რებს და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ო­ნი ევ­როს ოდე­ნო­ბის ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, სქე­მა ჩრდი­ლო­ეთ კვიპ­როსს, ალ­ბა­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს უკავ­შირ­დე­ბა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ვერ­სი­ით, თურ­ქეთ­ში ქა­ლებს წი­ნას­წარ უტა­რებ­დნენ გა­მოკ­ვლე­ვებს და აძ­ლევ­დნენ მე­დი­კა­მენ­ტებს, შემ­დეგ კი ისი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ, ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ცენ­ტრებ­ში მიჰ­ყავ­დათ.
გა­მო­ძი­ე­ბა მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­თა სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ცენ­ტრში – CİMER-ში – შე­სა­ბა­მი­სი შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და. საქ­მის ფარ­გლებ­ში შე­ის­წავ­ლეს სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რე­ბის, ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის, სა­ზღვარ­გა­რეთ მოგ­ზა­უ­რო­ბის, სა­ბან­კო გა­და­რი­ცხვე­ბის, ავი­ა­ბი­ლე­თე­ბი­სა და ტვირ­თე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში დად­გინ­და, რომ 41-მა ქალ­მა კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი ჯამ­ში 811-ჯერ გა­ყი­და.
სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბი სულ 53 ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და­ი­წყო. მათ შო­რის არი­ან – 41 ქალი, რომ­ლებ­მაც, გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბი გა­ყი­დეს, ორი მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, ექ­ვსი პირი, რომ­ლე­ბიც კო­მერ­ცი­ულ ორ­გა­ნი­ზე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფ­დნენ და ოთხი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მგზავ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

14 პრო­ვინ­ცი­ა­ში ერ­თდრო­უ­ლად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შე­დე­გად 39 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს. ერთ-ერთი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი უკვე პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, და­ნარ­ჩე­ნი პი­რე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად კი შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გრძელ­დე­ბა.
გა­მო­ძი­ე­ბას სტამ­ბო­ლის ანა­ტო­ლი­ის მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ტე­რო­რიზ­მი­სა და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის სა­გა­მო­ძი­ე­ბო გან­ყო­ფი­ლე­ბა აწარ­მო­ებს.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, საქ­მე­ზე შე­საძ­ლო ბრალ­დე­ბებს შო­რი­საა კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის შექ­მნა ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა და 2238-ე კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და კვერ­ცხუ­ჯრე­დე­ბის მო­პო­ვე­ბა­სა და გა­ყიდ­ვას კრძა­ლავს.
მე­დი­ის ცნო­ბით, ქა­ლებს თი­თო­ე­ულ კვერ­ცხუ­ჯრედ­ში 60-80 ევ­როს უხ­დიდ­ნენ, შემ­დეგ კი კვერ­ცხუ­ჯრე­დებს ინ ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის კლი­ნი­კებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 100 ევ­როდ ყიდ­დნენ. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ფი­ნან­სუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ონ ევ­როს შე­ად­გენს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბი გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ას ასა­ხავს და ბრალ­დე­ბულ­თა და­ნა­შა­ულს სა­სა­მარ­თლოს სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ­დე დად­გე­ნილ ფაქ­ტად არ წარ­მო­ა­ჩენს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ომბუდსმენი: დავით ფეიქრიშვილმა შეხვედრაზე უარი განაცხადა
  • წყალი 13 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • საკონსტიტუციო სარჩელთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილმა ფარ-ხმალი დაყარა- დავით მათიკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge