ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციის ჯამი ერთად რომც შეაერთო, მათ სასურველ შედეგს მაინც ვერ მისცემს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია.
„ხუტეკებად“ იქნებიან დაყოფილი თუ ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია. ამას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რადგან ერთი-ორი პროცენტის გარშემოა სხვადასხვა პარტიების რეიტინგი. ეს არის სტატისტიკური ცდომილება. ანუ, ფაქტობრივად, შეიძლება, არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გადალახვა გაჭივრებოდა. მათი შიდა დაპირისპირება აღარ არის საინტერესო. ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანი 2024 წელს გააკეთა, მათ შორის ამ პარტიების სასარგებლოდ. ეს პარტიები როგორც მოექცნენ ქართველ ამომრჩეველს, შედეგიც ისეთი აქვთ. რა თქმა უნდა, ახლა საქმე ერთმანეთში უნდა არჩიონ. აბა, ქართველ ამომრჩეველთან შეხება უკვე აღარ აქვთ. ალბათ, სააკაშვილთან გაერთიანება რამოდენიმე მიზეზის გამო არ უნდათ. ნდობა ერთმანეთის აღარ აქვთ. მათ იციან, რომ პირობითად, სააკაშვილს ძალაუფლება რომ ჩაუვარდეს ხელში, მისი პოლიტიკური ძარცვამორების პირველი მსხვერპლი ისინი იქნებიან. ამიტომ, ის მათ ჩამოყალიბებულად მოღალატედ თვლით. ეს საკუთარი გამოცდილებით იციან, რადგან 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, სააკაშვილი სწორედ თავისი გუნდის წევრებს დაუპირისპირდა და გარშემო ვიწრო ძალაუფლების ქვეშ არსებული ადამიანები დაიტოვა. ალბათ, იმასაც ხედავენ, რომ სააკაშვილის ფიგურა გამარჯვების ფორმულა აღარ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
