Tuesday, October 20, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

October 20, 2026
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციის ლიდერები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან. დიდი ბრიტანეთის საელჩოში შეხვედრა ამ წუთებში იწყება, სადაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებიან. ადგილზე უკვე გამოჩნდნენ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე, ასევე ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ფავლენიშვილი და “ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია.

ოპოზიციონერი ლიდერები გეგმავენ, აკრედიტირებულ ელჩებს ის ვითარება გააცნონ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” პატრიების აკრძალვასთან დაკავშირებით შექმნა. შეხვედრას სამი ქვეყნის – დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის და გერმანიის ელჩები დაესწრებიან.

შეხვედრის დაწყებამდე კომენტარი გააკეთა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესი არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიას, არამედ ევროპის უსაფრთხოებასაც უქმნის საფრთხეს. ფავლენიშვილი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე საუბრობს.

ევროპის არქიტექტურის უსაფრთხოებასთან ეთხრება ძირი, მარტო საქართველოს და რეგიონის პრობლემა არ გახლავთ, ეს გახლავთ მთლიანად ევროპის პრობლემა, იმიტომ, რომ ევროპა არის ლისაბონიდან თბილისამდე, ამიტომაც თბილისში ეს პროცესი, დემოკრატიის და სახელმწიოებრიობის განადგურება არის ევროპის უსაფრთხოების საკითხი.

ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკოსების აკრძალვა, ეს გახლავთ დემოკრატიული პროცესის საბოლოო განადგურება, წერტილის დასმა ყველა იმ პოლიტიკური ორგანიზაციისთვის, რომელიც იქნება რეალურად ანტისაოკუპაციო ხასიათის მატარებელი.

ჩვენი ბუნებრივი მოკავშირეებისგან, რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია ყველა ტიპის მხარდაჭერა, რაშიც არ უნდა იყოს გამოხატული და ჩვენ, რა თქმა უნდა, ზოგადად, უნდა გვქონდეს ურთიერთობა ჩვენს ბუნებრივ მოკავშირეებთან მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი მათ ებრძის, – თქვა ირაკლი ფავლენიშვილმა შეხვედრაზე შესვლამდე.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვას იწყებს, რომელიც ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს. სასამართლო სხდომები ბათუმში, 21, 22 და 23 ოქტომბერს, ზედიზედ არის ჩანიშნული. განხილვის დაჩქარებული გრაფიკი ევროკავშირის მხრიდან მწვავე კრიტიკას მოჰყვა.

ამ ფონზე ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება საქართველოში ხუთი ძირითადი ოპოზიციური პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებულ სასამართლო პროცესებს. მისი შეფასებით, აღნიშნული პროცესები მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციაზე მიუთითებს და დემოკრატიულ პლურალიზმსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს საფრთხეს უქმნის.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “უკვე მიღებულია პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება” – იურისტები მანანა კობახიძის საკონსტიტუციოდან წასვლას აფასებენ
  • “საკონსტიტუციო სასამართლო არის დამოუკიდებელი ორგანო, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელი პარტია აიკრძალება, რომელი – არა”- რას ამბობს ირაკლი ჭეიშვილი
  • პოლიტიკური პარტიების აკრძალვა – ოპოზიციის ლიდერები აკრედიტებულ ელჩებს ხვდებიან

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge