მდინარე ფსოუზე რუსეთთან აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარი მიმდინარე წლის დასაწყისიდან 8.5 მლნ ადამიანმა და 1.8 მლნ ავტომობილმა გადაკვეთა. მონაცემებს დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო დეპარტამენტი ავრცელებს.
რაც შეეხება საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარს, წლის ცხრა თვის განმავლობაში ის 965 423-მა ადამიანმა და 52 780-მა ავტომობილმა გადაკვეთა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთთან დე ფაქტო საზღვარზე ადლერის საკონტროლო-გამშვები პუნქტი რეკონსტრუქციის შემდეგ, ამჟამინდელთან შედარებით, ცხრაჯერ მეტი სატრანსპორტო საშუალების გატარებას შეძლებს.
კერძოდ, აფხაზეთის დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთას დღეში 14 100-ზე მეტი მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი, ასევე, 80 500-მდე ადამიანი შეძლებს, მაშინ, როცა პუნქტის ამჟამინდელი გამტარუნარიანობა დღეში მხოლოდ 1500 სატრანსპორტო საშუალებას და 28 000 ქვეითს შეადგენს.
