Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

განცხადების შევსება შეუძლია ყველა იმ დევნილ პირს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან განსახლების სხვა პროგრამებით დღემდე არ უსარგებლია – დავით კაიკაციშვილი

October 19, 2026
განცხადების შევსება შეუძლია ყველა იმ დევნილ პირს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან განსახლების სხვა პროგრამებით დღემდე არ უსარგებლია – დავით კაიკაციშვილი

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი დღეს დაიწყო და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ, სადაც დილიდან ხალხმრავლობა და რიგებია.

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში ჩართვა შეუძლია ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 ათასი ლარია.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის დავით კაიკაციშვილის თქმით, პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ დევნილ პირებს, რომლებსაც სახელმწიფოს განსახლების სხვა პროგრამებით ჯერ არ უსარგებლიათ.

განცხადებების შევსება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ნებისმიერ იუსტიციის სახლშია შესაძლებელი და პროცესი ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

“დღეს დაიწყო განცხადების მიღება გასულ კვირას დაანონსებულ ახალ პროგრამაზე. ამ პროგრამის ფარგლებში განცხადების შევსება შეუძლია ყველა იმ დევნილ პირს, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან არ უსარგებლია დღემდე განსახლების სხვა პროგრამებით. განცხადების შევსება შესაძლებელია ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ნებისმიერ იუსტიციის სახლში და გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში. ამ პროცესის დასრულების შემდეგ სააგენტო დაამუშავებს განცხადებებს”, – აცხადებს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი დავით კაიკაციშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირაკლი ღარიბაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა
  • ჩუმლაყში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა – ქალი რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი
  • “ჩვენი დევიზია – ბოლომდე” – ვახო სანაია დააკავეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge