Monday, October 19, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

October 19, 2026
ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის პარტნიორებს ქვეყანა რუსეთის ბალისტიკური თავდასხმის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ.

„ღამის განმავლობაში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით რამდენიმე ტალღად განახორციელა იერიში; ჩვენი

პარტნიორების მხრიდან წინასწარი გაფრთხილება ამჯერადაც არ ყოფილა”, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მისი ინფორმაციით, რუსების სამიზნე კვლავ ენერგეტიკულ ობიექტები და ინფრასტრუქტურა იყო. ასევე დაზიანდა სამედიცინო კლინიკა, სკოლა, მეტროს სადგური და საცხოვრებელი სახლები. ჯამში, რუსეთმა კიევსა და კიევის ოლქზე თავდასხმისას 16 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. გარდა ამისა, გამოიყენა 200-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის დრონი, მათ შორის – რეაქტიული ძრავების მქონე „შაჰედები“.

ზელენსკის განცხადებით, თავდასხმები განხორციელდა ხარკოვისა და დნიპროს ოლქებიდან დაწყებული – ვოლინის, რივნესა და ოდესის ოლქებით დამთავრებული. არიან დაღუპულები.

„ღამით და დღეს დილით რუსეთმა იერიში მიიტანა ენერგეტიკულ ობიექტებზე ვინიცის, ვოლინის, კიროვოგრადის, კიევის, მიკოლაივის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ხარკოვის, ტერნოპოლის, ოდესისა და რივნეს ოლქებში. მხოლოდ ამ ერთ ღამეში დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 10-ზე მეტი ობიექტი, რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სულ მცირე, 550 000 ოჯახი. ადგილებზე სარემონტო ბრიგადები მუშაობენ”, – აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, უკრაინას არასდროს სურდა ეს ომი და ცეცხლის შეწყვეტის ყველა წინადადებას უპასუხა.

„უკრაინას ეს ომი არასდროს სურდა და ჩვენ მივესალმებით ჩვენი პარტნიორების ფაქტობრივად ყველა მცდელობას, რომ ეს ომი ღირსეულად დასრულდეს. დადებითად ვუპასუხეთ ცეცხლის შეწყვეტის ყველა წინადადებას. რუსეთის პასუხი კი, ყოველ ჯერზე, ბალისტიკური რაკეტები, „შაჰედები“ და მკვლელობები იყო. პუტინს არა მხოლოდ არ სურს ამ ომის დასრულება, არამედ დეესკალაციისკენ რაიმე ნაბიჯის გადადგმაც კი არ სურს. ჩვენმა თითოეულმა პარტნიორმა ეს საკუთარ თავზე გამოცადა, როდესაც რუსეთისგან უარი მიიღო. უაღრესად მნიშვნელოვანია, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ: აგრესორს – აგრესორი ვუწოდოთ და დავეხმაროთ უკრაინას სიცოცხლის დაცვაში. როდესაც უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის საჭირო რაკეტების მიწოდება ბლოკირებულია, ხოლო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას ან გადავადებას სთავაზობენ – ეს, სამწუხაროდ, ჩვენი პარტნიორების მხრიდან რეალობის უარყოფაა. რეალობა კი ისაა, რომ ომი გრძელდება და ის გრძელდება მხოლოდ რუსული დარტყმებისა და რუსეთის სურვილის გამო, რაც შეიძლება მეტხანს გააჭიანუროს ეს ომი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აცნობიერებს ამ რეალობას და ეხმარება უკრაინას!“, – წერს ზელენსკი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვახო სანაიას პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს
  • საფრანგეთში ძალადობა უნდა დასრულდეს, უბრალოდ, ყველა ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, როდესაც სხვაგან მხარს უჭერ ძალადობას, იგივე ძალადობას შენთან მიიღებ- შალვა პაპუაშვილი
  • უკრაინაში 18 პარტიაა აკრძალული, მოლდოვაში – ექვსი, ხომ ამბობენ, მოლდოვა და უკრაინა საქართველოს უსწრებენო, ვცდილობთ, მათ დავეწიოთ, ეს იუმორით, თუმცა საქმე სერიოზულად არის- შალვა პაპუაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge