“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გიორგი შინჯიკაშვილი მივიდა – ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი მოადგილე დღევანდელ უმრავლესობის სხდომას დაესწრება, თუმცა უცნობია, რა სტატუსით.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შინჯიკაშვილმა ქვეყანა დატოვა მისი მეგობარი “ოცნების” დეპუტატის დიტო სამხარაძის დახმარებით, თუმცა ის დღეს თბილისშია.
ცნობისთვის, გიორგი შინჯიკაშვილი დაპირისპირებაში იყო გდდ-ს ყოფილ ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილთან.
უმრავლესობის სხდომა “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში 14:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.
