რუსთავში, მტკვარში ახალგაზრდას ეძებენ.
“ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, წუხელ ღამით, 40 წლამდე კაცი ქალაქის ცენტრალური ხიდიდან მდინარეში გადახტა.
ადგილზე მალევე მივიდა სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი. ახალგაზრდა კაცის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვრის კალაპოტში ამ დრომდე მიმდინარეობს.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
