დედა, რომლის პატიმარმა შვილმა რუსთავის ციხეში მასზე განხორციელებულ სავარაუდო გაუპატიურებაზე ისაუბრა და ბადრაგები ძალადობაში ამხილა, ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ზომებს არ მიიღებს და არ დასჯის დანაშაულში მონაწილე ბადრაგებს, ასევე ციხის უფროსს, შოთა ტრაპაიძე, მაშინ “ციხეში კიდე უფრო ძლიერი ბუნტი იქნება”.
ირმა დავითაძის ცნობით, მის შვილს, გიორგი დავითაძეს ციხეში ტელევიზორი ჩამოართვეს – პატიმარს არც დარეკვის უფლება აქვს.
“იღებენ ყველა მის გადაადგილებას ბადრაგებთან ერთად. ტელევიზორი ჩამოართვეს, არ აქვს ამჯერად გიორგის ტელევიზორი. არც დარეკვის უფლება არ აქვს. ბევრნი არიან, ვინც გადაიყვანეს და გადაისროლეს სხვადასვა ციხეებში ციხის ბუნტის დროს და ყველას უნდა, რომ ჩვენება მისცენ. თუ ხელისუფლება არ მიიღებს ზომებს, დარწმუნებული ვარ შემდეგი კიდე უფრო ძლიერი ბუნტი მოელით”, – ამბობს ირმა დავითაძე.
