Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

კობახიძე პარტიების აკრძალვის საკითხის მარტივად გადაწყვეტას ელის

October 16, 2026
კობახიძე პარტიების აკრძალვის საკითხის მარტივად გადაწყვეტას ელის

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის სარჩელი მარტივად დაკმაყოფილდება. პრემიერი ოპოზიციურ ძალებს წინასწარ აცხადებს არაკონსტიტუციურად და ამტკიცებს, რომ მათ საკუთარი პოზიციის დასაცავად არგუმენტები არ გააჩნიათ.

კობახიძე აკრიტიკებს საერთაშორისო პარტნიორებისთვის დახმარების თხოვნასაც და ოპოზიციას კვლავ „საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებთან“ მიმართვაში ადანაშაულებს.

„მე მათ ადგილას ვიქნებოდი საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმირებაზე. მათ საკუთარი თავი უნდა დაიცვან საკონსტიტუციო სასამართლოს და იმ სარჩელის წინაშე, რომელიც არის სასამართლოში წარდგენილი. მათ უნდა მოამზადონ არგუმენტები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ არ აქვთ არგუმენტები და არ აქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საკუთარი არგუმენტების იმედი, მიმართავენ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ მიმართავენ საზღვარგარეთ საკუთარ პატრონებს, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ სახეს. ამ სარჩელში ძალიან მარტივი საკითხია დასმული – იცით, რომ ეს პოლიტიკური პარტიები არ აღიარებენ არსებული კონსტიტუციური წყობილების ლეგიტიმურობას. ვიღაცამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ არის მართალი. გამოდის, რომ ან ისინი არიან მართლები, თეორიულად, ან ვინც ამას ამბობს, ის უპირისპირდება უხეშად საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას. ეს არის ის საკითხი, რომელსაც გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო. ამ ვითარებაში, რასაც ვხედავთ, ან ერთი უნდა იყოს არაკონსტიტუციური, ან მეორე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სწორედ ისინი არიან არაკონსტიტუციურები, გამომდინარე მათი განცხადებებიდან, მათი ქმედებებიდან, მათი წარსულიდან, მათი აწმყოდან და მათი სამომავლო გეგმებიდან, შესაბამისად, ეს საკითხი, ვფიქრობ, რომ მარტივად უნდა გადაწყდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებულ სარჩელს წარვადგენთ საკონსტიტუციო სასამართლოში.

მათ იციან, რომ თავისი არსით არიან არაკონსტიტუციურები და ამაზე ღიად საუბრობენ. მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობდნენ საკუთარ არაკონსტიტუციურობაზე, ადასტურებდნენ ყოველი ქმედებით და განცხადებით საკუთარ არაკონსტიტუციურობას. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, არგუმენტებისგან ხარ მთლიანად დაცლილი და შესაბამისად, არ აქვთ საკუთარი არგუმენტების იმედი საკონსტიტუციო სასამართლოში. ისინი უხეშად და თავხედურად უპირისპირდებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს კონსტიტუციურ წყობილებას, შესაბამისად, ახლა უწევთ არგუმენტების გარეშე წარდგნენ საკონსტიტუციო სასამართლოში“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციებსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს წარმატების შანსი არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში და არც საკონსტიტუციო სასამართლოში არ აქვთ.

„ამ ძალებს არსად აქვთ შანსი – არც არჩევნებში, არც პარლამენტში, არც ქუჩაში, არც საკონსტიტუციო სასამართლოში. აქედან გამომდინარე, სრულ გაურკვევლობაში არიან და ხან ერთს აანონსებენ, ხან მეორეს, თუმცა ყოველ ჯერზე, რამდენი რამეც დააანონსეს, ხელი მოეცარათ, რასაც აქვს ერთი მარტივი მიზეზი – ქართველი ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ ამ პოლიტიკურ ძალებს და მეორე – არ არიან მართლები არც კანონის, არც კონსტიტუციისა და არც ხალხის, სახელმწიფოს, საკუთარი ქვეყნის წინაშე. ასეთ პირობებში, შეუძლებელია, მიაღწიო რაიმე წარმატებას. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეჰყურებდნენ საკუთარ პატრონებს საზღვარგარეთ, თუმცა ხედავთ, რომ ისინიც ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, სასოწარკვეთილებაში არიან და ასეთ დროს აკეთებენ მორიგ განცხადებებს ახალ გეგმებთან დაკავშირებით. ყველა ეს გეგმა, საბოლოო ჯამში, ვხედავთ, რომ სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ვატო ყიფიანის, “კაწროს“ და მანამდე ფეიქრიშვილების დაკავების უკან გაცილებით დიდი სურათი იკვეთება… მამუკა მდინარაძე შეიძლება ირაკლი ღარიბაშვილთან გაუშვან” – რას წერს ლაშა ფარულავა?
  • პენსიის 1000 ლარამდე გაზრდისა და საპენსიო სესხებზე პროცენტების შემცირების მოთხოვნით „ლიბერთი ბანკთან“ აქცია გაიმართა
  • „იმედის“ წილი ნათია სონღულაშვილისთვის ჩამოურთმევიათ და მაგდა ანიკაშვილისთვის გადაუფორმებიათ – ადამიანურ ენაზე: „ტვ იმედიდან“ მამუკა მდინარაძე ამოშანთეს- ნიკა გვარამია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge