საქართველოს და შვეიცარიას აქვს საერთო მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია, მომავალ წელს ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების 35 წელს, ეს ჩვენი პარტნიორობის სერიოზული, მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც მაღალ შეფასებას ვაძლევ, – ამის შესახებ შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ, იგნაციო კასისიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია ნდობა.
„ჩემთვის პირველი ოფიციალური ვიზიტია თბილისში ჩემი ორივე თანამდებობის თვალსაზრისით, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, შვეიცარიის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მე შევხვდები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს დღეს, მოგვიანებით. საქართველოს და შვეიცარიას აქვს საერთო მეგობრობისა და ორმხრივი ნდობის ხანგრძლივი ისტორია. მომავალ წელს ჩვენ ვიზეიმებთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 35 წელს, ეს ჩვენი პარტნიორობის სერიოზული, მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც მაღალ შეფასებას ვაძლევ. ჩვენ ქვეყნებს აქვთ ძლიერი კავშირები ათწლეულების განმავლობაში არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკურიც. მრავალი კავშირი დამყარდა ასევე ჩვენ ხალხებს შორის. ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ პროგრესს და გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ვაჭრობა გახლავთ ამ პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი. საქართველოს ექსპორტმა შვეიცარიაში გადააჭარბა 100 მლნ დოლარს და შვეიცარიის ექსპორტმა 190 მლნ-ს მიაღწია. ეს არ გახლავთ უზარმაზარი ციფრები, მაგრამ ვხედავთ უზარმაზარ პოტენციალს, რომ დავაშენოთ არსებულ კავშირებს და კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყნები.
მეორე ელემენტი გახლაბთ ნდობა. იგი არის ცენტრში ჩვენი ურთიერთობისა. ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულება ამ ნდობის, ეს გახლავთ შვეიცარიის როლი საქართველოს ინტერესების წარმოდგენისა რუსეთის ფედერაციაში. ეს პასუხისმგებლობა ჩვენ ავიღეთ 2009 წლიდან. უკვე მრავალი წელია, ეს ასახავს ნდობას ჩვენ ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა კასისიმ.
მისივე თქმით, ეუთო-ს ღირებულებაა, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო იჯდეს, მიუხედავად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად.
„ჩვენ ასევე აღვნიშნეთ უსაფრთხოების სიტუაცია სამხრეთ კავკასიის რეგიონში. მინდა შეგახსენოთ, გუშინ ჩამოვედი სომხეთიდან და აგვისტოს მეორე კვირას ვიყავი ვიზიტით აზერბაიჯანში. უსაფრთხოების სიტუაცია და ფართე გამოწვევები ამ რეგინში, სამხრეთ კავკასიაში, რომლებიც დგას რეგიონის წინაშე, გახლავთ ცენტრალური საკითხი ჩვენი განხილვის. როგორც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ვიაზრებ იმ სერიოზულ გამოწვევებს, რომლებიც დგას ევროპული კონტინენტის წინაშე. ანუ მსოფლიო, შეიძლება ითქვას, ამოტრიალდა და უსაფრთხოება არ არიას უკვე უზრუნველყოფილი ისე, როგორც 10 წლის წინ გვჯეროდა. ომი დაბრუნდა ევროპაში, ნდობას ძირი გამოეთხარა და შემდგომი ფრაგმენტაციისა და კონფრონტაციის რისკი რჩება მაღალი. მრავალმხრივი გარემო, რომლისაც ორივეს გვწამს, გვაძლევს ტრანსფორმაციის შესაძლებლობებს და შესაბამისად, ეუთო-ს ღირებულება გახლავთ, რომ ყველა მონაწილე ერთი მაგიდის გარშემო ზის, იმისდა მიუხედავად, რომ შეიძლება, პოზიციები განსხვავებული გააჩნდეთ. განსაკუთრებით ეს ქვეყნები უნდა იყოს ყურადღების ცენტრში და ეს შესაძლებელი უნდა იყოს ფუნდამენტური განსხვავებების მიუხედავად, რომელიც წევრებს შორის არსებობს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი ეუთო. დიალოგი გახლავთ საჭირო ინსტრუმენტი დაძაბულობასთან ბრძოლაში და წინსვლის გზებისთვის.
ნამდვილი დიალოგი ხდება, როდესაც ეს ყველაფერი გათვალისწინებულია, როდესაც ყველა ზის თავის ადგილას და მზად არიან, ერთმანეთს მოუსმინონ. ეს გახლავთ ძალიან კონკრეტულად გამოხატული საქართველოში. ჩვენ ვიხილავთ ეუთო-ს როლს და მის წვლილს უსაფრთხოების ყველა განზომილებაში. ჩემი სპეციალური წარმომადგენლის, განსაკუთრებით, მისი მეშვეობით ჟენევის საერთაშორისო მოპარაკებებში GID-ში. შვეიცარია ერთგულია მშვიდობის, ჩამოყალიბების, შერიგების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულების, საბოლოოდ, ჩვენ ასევე განვიხილეთ ღირებულებები და პრინციპები, რომელმაც გაგვაერთიანა ეუთო-ს ოჯახში. შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება მომავალში ამ კავშირების გაძლიერებას. მინისტრო, ძვირფასო მეგობარო მაკა, ლუგანოში რამდენიმე კვირის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომაზე გელოდებით. ისევე თბილად მოგესალმებით ლუგანოში, როგორც თქვენ მიმიღეთ დღეს“, – აღნიშნა კასისიმ.
