Friday, October 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

შიდა დაპირისპირება და შესაძლო საკადრო ცვლილებები – რას უკავშირებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მისვლას უმრავლესობის სხდომაზე

October 16, 2026
შიდა დაპირისპირება და შესაძლო საკადრო ცვლილებები – რას უკავშირებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის მისვლას უმრავლესობის სხდომაზე

„ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება მწვავდება და არ არის გამორიცხული, ბიძინა ივანიშვილი ირაკლი კობახიძის ჩანაცვლებისთვის ემზადებოდეს – ასეთია ოპოზიციის შეფასება მმართველ გუნდში მიმდინარე პროცესებზე. ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ივანიშვილს შიდა წმენდების გაგრძელება მოუწევს. განცხადებები 17 ოქტომბერს დაგეგმილი უმრავლესობის სხდომის წინ კეთდება, რომელსაც თავად ივანიშვილიც დაესწრება.

“ძლიერი საქართველოს” წევრის, თამაზ დათუნაშვილის შეფასებით, „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება უკვე ღია კონფლიქტში გადაიზარდა, რაც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მართვის კრიზისზე მიუთითებს.

“ყველა შიდა დაპირისპირება უკვე გარეთ გამოდის. ეს სხვადასხვა ფრაქციები და ფლანგები ერთმანეთს აღარ ინდობენ და ყველაფერს საჯაროდ დებენ და ეს ყველაფერი გადაიზარდა არა რაღაც პოლიტიკური ტიპის დაპირისპირებაში, რომელიც ბუნებრივია ყველა პოლიტიკურ ძალაში, არამედ რაღაც ღია სისხლისღვრაში და კანიბალიზმში, როცა ერთმანეთის გარემოცვების, ოჯახის წევრების, თავად პოლიტიკოსების ჭამა მიდის, ციხის დამუქრება და ათასი უბედურება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ნულია პოლიტიკური თვალსაზრისით, მან არ იცის არაფრის მართვა, პოლიტიკურის, რომლის გადაფარვასაც, როგორც ყველა ავტოკრატი და დიქტატორი ის ცდილობს ხისტი ნაბიჯებით დემოკრატიის მოკვლით და შეზღუდვებით” – ამბობს თამაზ დათუნაშვილი.

გედევან ფოფხაძე ვარაუდობს, რომ ივანიშვილი უმრავლესობის წევრებს კონკრეტულ დავალებებს მისცემს და საერთო გზავნილებს შეუთანხმებს. მისი შეფასებით, მმართველ გუნდში შიდა წმენდა გაგრძელდება, ირაკლი კობახიძე კი ივანიშვილისთვის შესაძლოა პოლიტიკურ პრობლემად იქცეს.

“უპირველეს ყოვლისა, უმრავლესობის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღება არ ხდება, იქ ხდება ინფორმაციის ცნობად მიღება, შესაბამისად, ფორმატი, ყველა შემთხვევაში, იქნება ასეთი: ივანიშვილი აუხსნის რა ხდება და მისცემს კონკრეტულ დავალებებს, ეტყვის, რომ ამ ვითარებაში საჭიროა, ასე მოიქცეთ, ასეთი რიტორიკა იყოს, ასეთი საერთო გზავნილები, მესიჯბოქსს შეათანხმებენ. ივანიშვილს ხშირად მოუწევს შიდა წმენდების მოწყობა, მან თვითონ დააყენა თავისი თავი ამ რეალობის წინაშე, იმიტომ, რომ იდეალისტი იქ მას არავინ ჰყავს, არიან ვერცხლის მოყვარულთა კლუბის წევრები, რომლებიც ამ ვითარებაში გამიზნული აქვთ, რაც შეიძლება მეტი მოპარონ და წაგლიჯონ, დააყაჩაღონ მოსახლეობა, მაგრამ ამ პროცესში ისინი თავიანთ ბატონსაც აყაჩაღებენ, ამიტომ ივანიშვილი, ამ მხრივ, კომფორტულად ვერ გრძნობს თავს. კობახიძე არის ძალიან კომფორტული ივანიშვილისთვის, მაგრამ ასეთი დიქტატურის პირობებში ტოქსიკურიცაა, ამიტომ მან უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. თუ მას უნდა აბსოლუტური დიქტატურა, ასეთი ტოქსიკური ლიდერი მისთვის არის პრობლემური” – ამბობს პარტია “ახალის” წევრი გედევან ფოფხაძე.

ენმ-ს წევრი, ხატია დეკანოიძე „ქართულ ოცნებაში“ სერიოზულ კლანურ დაპირისპირებაზე საუბრობს და არ გამორიცხავს, რომ მმართველ გუნდში ირაკლი კობახიძის შემცვლელსაც ეძებდნენ.

“ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმ ძალიან მძიმე მდგომარეობის, პარტიების აკრძალვის მცდელობას რაც უკავშირდება, შიგნით, “ქართულ ოცნებაში”, ფაქტია, არ არის ის მონოლითური სულისკვეთება, რაზეც მუდამ საუბრობენ ხოლმე და ფაქტია, არის ძალიან სერიოზული კლანური დაპირისპირება. არ გამოვრიცხავ მათ შორის, რომ ეს ეხებოდეს კობახიძის შემცვლელის პოვნას” – ამბობს ხატია დეკანოიძე.

17 ოქტომბერს, 14 საათზე ჩანიშნულ “ქართული ოცნების” უმრავლესობის სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

განცხადება ამის შესახებ “პირველებთან” დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა გააკეთა.

“ქართული ოცნების” დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე მოვლენები, მათ შორის ოპოზიციის აკრძალვის სარჩელიც იქნება განხილვის თემა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ქოცობა ტეხავს” – კახა კვაჭანტირაძის პირველი კომენტარი ციხიდან გათავისუფლების შემდეგ
  • ეუთო-ს თავმჯდომარეობისთვის საქართველო რელევანტურია ყველა შესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს რეგიონში- მაკა ბოჭორიშვილი
  • შვეიცარია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოსთან პარტნიორობას და ელოდება ამ კავშირების გაძლიერებას, ველოდებით მაკა ბოჭორიშვილს ლუგანოში, მინისტრთა საბჭოს სხდომაზე-იგნაციო კასისი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge