SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის „წასვლისკენ“ მოუწოდა.
ამერიკელმა მილიარდერმა ერთ-ერთი მომხმარებლის პოსტის საპასუხოდ, რომელიც ომის გაგრძელებას ეხებოდა, დაწერა: „ხოცვა-ჟლეტა გრძელდება… ზელენსკის წასვლის დროა“.
ამ განცხადებას წინ უძღოდა კიევის ბრალდებები SpaceX-ის მისამართით, უკრაინული დრონებისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის სიჩქარის შეზღუდვისა და მუშაობის შეფერხების გამო.
მასკმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ სამხედრო ვერსიას აშშ-ის მთავრობა აკონტროლებს.
მილიარდერის პოზიცია ემთხვევა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რიტორიკას, რომელმაც ასევე მიანიშნა უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის საჭიროებაზე. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ გადადგომას არ აპირებს და უკრაინის ტერიტორიებს არ დათმობს.
