ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ენისელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 30 წლის შოთა მაისურაძე ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს დილით, სოფლის სასაფლაოს მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა.
ადგილობრივების თქმით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია იყო მობილიზებული.
