Thursday, October 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“უფრო მძიმე ნაბიჯებია მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან: შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ენერგეტიკული დარტყმა… აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მხრიდან ჰიბრიდული სამხედრო მოქმედება…” – ლაშა ძებისაშვილი

October 15, 2026
“უფრო მძიმე ნაბიჯებია მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან: შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ენერგეტიკული დარტყმა… აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მხრიდან ჰიბრიდული სამხედრო მოქმედება…” – ლაშა ძებისაშვილი

“უფრო მძიმე ნაბიჯებია მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან: შესაძლოა კიდევ უფრო დიდი ენერგეტიკული დარტყმა… აფხაზეთისა და ჩეჩნეთის მხრიდან ჰიბრიდული სამხედრო მოქმედება…” – ლაშა ძებისაშვილი
ანა­ლი­ტი­კო­სი ლაშა ძე­ბი­საშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, თუ ზე­წო­ლის რა ბერ­კე­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნოს რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს რე­ა­გი­რე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს.

“ცოტა ხან­ში, კი­დევ უფრო და­ი­ძა­ბე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი რუ­სეთ­თან და აფხა­ზებ­თან, რუ­სე­ბის ერ­თობ­ლივ სამ­ხედ­რო წვრთნებს, წე­სით, სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო სრუ­ლი სამ­ხედ­რო მზად­ყოფ­ნით უნდა ხვდე­ბო­დეს. ამას გარ­და, ძა­ლი­ან მომ­რავ­ლდა ე.წ. ჩე­ჩე­ნი ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ხევ­სუ­რეთ­სა და თუ­შეთ­ში და სოცქსე­ლებ­ში ინ­ტენ­სი­უ­რად მი­დის ამ ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ჩეჩ­ნეთ­თან კუთ­ვნი­ლე­ბის პრო­პა­გან­და. ასე­ვე, მი­დის ისევ თურ­ქი მეს­ხე­ბის თე­მის წა­მო­წე­ვა მე­დია სივ­რცე­ში და სოცქსე­ლებ­ში.

მოკ­ლედ, რუ­სუ­ლი ზე­წო­ლის, ანუ იგი­ვე “ქართულ ოც­ნე­ბას­თან“ ეს­კა­ლა­ცი­ის მო­ნა­ხა­ზი მეტ-ნაკ­ლე­ბი სი­ზუს­ტით იკ­ვე­თე­ბა. ესაა ჯერ ეკო­ნო­მი­კუ­რი ზე­წო­ლა, პრო­დუქ­ცი­ა­ზე ემ­ბარ­გო. შემ­დეგ შე­საძ­ლოა კი­დევ უფრო დიდი ენერ­გე­ტი­კუ­ლი დარ­ტყმა – რუ­სუ­ლი გა­ზი­სა და დე­ნის შე­მო­ტა­ნის შე­ჩე­რე­ბით და ბლე­ქა­უ­ტე­ბით, მით უფრო – ზამ­თარ­ში.

შემ­დე­გი ეტა­პი იქ­ნე­ბა აფხა­ზე­თი­სა და ჩეჩ­ნე­თის მხრი­დან ჰიბ­რი­დუ­ლი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბა… შე­საძ­ლო მწვა­ნე კა­ცუ­ნე­ბის გა­მო­ჩე­ნით ხევ­სუ­რეთ­ში, პან­კის­ში ვი­თა­რე­ბის და­ძაბ­ვით (იქ კა­დი­რო­ვის მომ­ხრე­ე­ბი/აგენ­ტე­ბიც მომ­რავ­ლდნენ) და სა­მეგ­რე­ლო­ში, ისე­ვე რო­გორც ენ­გურ­ჰე­სის და­კა­ვე­ბის სა­ხით.რუ­სე­ბის პი­რო­ბა ერთი და ნა­თე­ლია – აფ­სუ­ე­ბის და ცხინ­ვა­ლის აღი­ა­რე­ბა ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რით და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის სა­ზღვრად ქცე­ვა დე­ლი­მი­ტა­ცია-დე­მარ­კა­ცი­ის და­წყე­ბით. კი­თხვა მაქვს ამის­თვის რო­გორ ვემ­ზა­დე­ბით და­ნარ­ჩე­ნი სა­ქარ­თვე­ლო. ხოლო ვი­საც აქვს პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის, ან მოძ­რა­ო­ბის პრე­ტენ­ზია, კონ­სულ­ტა­ცი­ებ­ზე მა­ინც იქ­ნებ იფიქ­როთ“.

ამ სა­კი­თხებ­ზე ანა­ლი­ტი­კო­სი საუბრობს:

– რის სა­ფუძ­ველ­ზე ამ­ბობთ, რომ ცოტა ხან­ში და­ი­ძა­ბე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან. რომ გაგ­ვარ­კვი­ოთ, რა ხდე­ბა და რა საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ?

– უბ­რა­ლოდ, უნდა გვეს­მო­დეს, რომ რუ­სე­თი ახლა გა­და­სუ­ლია ფარ­თო­მას­შტა­ბი­ან გლო­ბა­ლურ შე­ტე­ვა­ზე რო­გორც პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში, ასე­ვე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით. გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, რა თქმა უნდა, ეს არის მისი ძი­რი­თა­დი გავ­ლე­ნა ტრამპზე და ტრამ­პის მეშ­ვე­ო­ბით უკ­რა­ი­ნა­სა და და­სავ­ლეთ­ზე, იგუ­ლის­ხმე­ბა მი­აღ­წი­ოს თა­ვის მიზ­ნებს და ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა გუ­ლის­ხმობს იმას, რომ ის აგ­რძე­ლებს ზე­წო­ლას “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე, რათა აი­ძუ­ლოს ხელი მო­ა­წე­როს ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბას ცხინ­ვალ­თან და სო­ხუმ­თან. ამას­თან ერ­თად, და­ი­წყოს მათ­თან სა­ზღვრე­ბის დე­ლი­მი­ტა­ცია და დე­მარ­კა­ცია. ეს არის მისი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პო­ზი­ცია, რაც არა­ერ­თხე­ლაა გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი, მათ შო­რის, ჟე­ნე­ვის ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რებ­ში. რო­გორც ჩანს, ბოლო პე­რი­ოდ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გახ­შირ­და არა მხო­ლოდ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, არა­მედ უკვე სხვა ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის მხრი­და­ნაც პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბე­ბი, რომ დროა ქარ­თულ­მა მხა­რემ რე­ა­ლო­ბას გა­უს­წო­როს თვა­ლი და და­ი­წყოს ამა­ზე მუ­შა­ო­ბა. ჩვენ არ ვი­ცით, კონ­კრე­ტუ­ლად რა იქ­ნე­ბა რუ­სე­თის შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი, ანუ ეს­კა­ლა­ცი­ის რა ფორ­მატ­ში იქ­ნე­ბა ეს გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ თუნ­დაც ის, რომ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ას აეკ­რძა­ლა თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ის შე­ტა­ნა რუ­სეთ­ში, ეს ცალ­სა­ხად პირ­ვე­ლი მერ­ცხა­ლია და მი­ნიშ­ნე­ბა “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის“, რომ თუ ასე გა­ჯი­უტ­დე­ბით და არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებთ ჩვენს მო­თხოვ­ნებს, კი­დევ უფრო გავზრდით თქვენ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის ხა­რისხს. ეს ბუ­ნებ­რი­ვია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა რუ­სულ ბა­ზარ­ზე რამ­დენ­ჯერ­მეა გაზ­რდი­ლი სხვა­დას­ხვა სექ­ტორ­ში – რო­გორც ენერ­გე­ტი­კა­ში, ასე­ვე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში, სა­ფი­ნან­სო სექ­ტორ­ში, ტუ­რიზ­მში და ა.შ. გა­სა­გე­ბია, რომ რუ­სეთ­მა ეკო­ნო­მი­კა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის გა­ცი­ლე­ბით ძლი­ე­რი ბერ­კე­ტი შე­ი­ძი­ნა, ვიდ­რე ეს იყო 2012 წლამ­დე, ამი­ტომ არის, რომ თუ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ რე­ა­ლუ­რად არ დაჰ­ყვე­ბა რუ­სე­თის მო­თხოვ­ნებს, სა­წყის ეტაპ­ზე უნდა მო­ვე­ლო­დეთ ეკო­ნო­მი­კუ­რი ბერ­კე­ტის კი­დევ უფრო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

ის არ იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ზე, ან რა­ღაც პრო­დუქ­ცი­ა­ზე, არა­მედ შე­იძ­ლე­ბა ეს რამ­დე­ნი­მე სექ­ტორს მო­ი­ცავ­დეს და შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც 2006 წელს რუ­სეთ­მა უცებ ეკო­ნო­მი­კუ­რი და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ემ­ბარ­გო დაგ­ვი­წე­სა, ეკო­ნო­მი­კურ სფე­რო­ში და­ახ­ლო­ე­ბით აქეთ­კენ მი­დი­ო­დეს რუ­სუ­ლი ზე­წო­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ზე. აი, ეს არის რე­ა­ლუ­რად, რა­საც ვგუ­ლის­ხმობთ, რომ გა­ცი­ლე­ბით უფრო რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯე­ბია მო­სა­ლოდ­ნე­ლი რუ­სე­თის მხრი­დან. ჩვენ უბ­რა­ლოდ არ ვი­ცით, რა პე­რი­ოდ­ში გა­და­იდ­გმე­ბა ეს ნა­ბი­ჯე­ბი, რა პე­რი­ოდ­ში ჩა­ე­ტე­ვი­ან რუ­სე­ბი, შე­საძ­ლოა, პი­რო­ბი­თად, სამ თვე­ში მო­ა­ყო­ლონ ეს ნა­ბი­ჯე­ბი ერ­თმა­ნეთს. სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი სრულ­ფა­სო­ვან ეკო­ნო­მი­კურ ბლო­კა­და­ზე და სან­ქცი­ებ­ზე თუ გა­და­ვიდ­ნენ, ეს გა­ცი­ლე­ბით ხან­გრძლივ პე­რი­ოდს მო­ი­ცავს, მა­გა­ლი­თად მომ­დევ­ნო 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ არ ვი­ცით რე­ა­ლუ­რად რო­გო­რია რუ­სუ­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი გათ­ვლა ჩვენ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მაგ­რამ ჩემი ვა­რა­უ­დით, რად­გა­ნაც ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლო ზო­გა­დად პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ვსხედ­ვართ, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ მომ­დევ­ნო ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თან­და­თან ვი­ხი­ლავთ ამ რუ­სუ­ლი პო­ლი­ტი­კის გა­ცი­ლე­ბით უფრო ხისტ ფორ­მას სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში. რა თქმა უნდა, პირ­ველ რიგ­ში, ეს იქ­ნე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იმა­ში, რომ რუ­სე­თი გა­ცი­ლე­ბით უფრო მწა­რე ეკო­ნო­მი­კურ სან­ქცი­ებს დაგ­ვი­წე­სებს.

– რუ­სეთ-აფხა­ზე­თის ერ­თობ­ლივ სამ­ხედ­რო წვრთნებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ჩე­ნი ტუ­რის­ტე­ბის მომ­რავ­ლე­ბა­ში რა საფრ­თხეს ხე­დავთ, ამ კუ­თხით რა აქვს ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი რუ­სეთს?

– ეს­კა­ლა­ცი­ის ფორ­მებს აქვთ თა­ვი­სი ზღვა­რი და შე­სა­ბა­მი­სად, როცა ეს­კა­ლა­ცი­ი­სა თუ სან­ქცი­ე­ბის ერთი ფორ­მა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია და მას შე­დე­გი არა აქვს, ბუ­ნებ­რი­ვია, თა­მაშ­ში შე­მო­დის სხვა ბერ­კე­ტი, რო­მე­ლიც უფრო ქმე­დი­თია კრემ­ლის პერ­სპექ­ტი­ვი­დან. ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ზო­გა­დად, როცა კრემ­ლი კავ­კა­სი­ა­ში მოქ­მე­დე­ბებს გეგ­მავს, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ბერ­კე­ტი, რაც მას გა­აჩ­ნია და რა­შიც საკ­მა­ოდ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს, არის კავ­კა­სი­ის ხალ­ხის ერ­თმა­ნეთს წა­კი­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში ეს გუ­ლის­ხმობს არა მხო­ლოდ ჩვე­ნი ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის, ანუ სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის კი­დევ ერთხელ გა­და­კი­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ. მას აქვს ეს ბერ­კე­ტი და ამ ბერ­კეტს კი­დევ ერთხელ აა­მოქ­მე­დებს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მა­გა­ლი­თად, აფხა­ზე­ბი და­ი­წყე­ბენ გა­ცი­ლე­ბით მეტ პრე­ტენ­ზი­ას არა მხო­ლოდ სა­კუთ­რივ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არა­მედ, მა­გა­ლი­თად იტყვი­ან, რომ ენ­გურ­ჰე­სი მთლი­ა­ნად ჩვე­ნია და შე­სა­ბა­მი­სად, ის ჩვენ უნდა გვე­კუთ­ვნო­დეს. აღარ ვსა­უბ­რობ იმა­ზე, რომ აფხა­ზე­ბი ზო­გა­დად, თა­ვი­ანთ გან­ცხა­დე­ბებ­ში, ბო­დი­შით და, გა­ტუ­ტუ­ცე­ბუ­ლე­ბი და ზღვარ­და­კარ­გუ­ლე­ბი არი­ან, ჰგო­ნი­ათ, მთლი­ა­ნად და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო და ქუ­თა­ი­სი მა­თია.

და­ახ­ლო­ე­ბით მსგავს გან­ცხა­დე­ბებს ვხე­დავთ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ჩეჩ­ნე­ბის მხრი­დან, როცა მათ სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ებ­ში სულ უფრო პირ­და­პირ არის მი­ნიშ­ნე­ბე­ბი იმა­ზე, რომ კავ­კა­სი­ა­ში ოდეს­ღაც არ­სე­ბობ­და გა­ცი­ლე­ბით დიდი ტე­რი­ტო­რია, რო­მე­ლიც და­სახ­ლე­ბუ­ლი იყო ჩეჩ­ნუ­რი ტო­მე­ბით და ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ში შე­დი­ო­და მა­გა­ლი­თად, რო­გორც ხევ­სუ­რე­თი, ასე­ვე თუ­შე­თი. და­დი­ან ე.წ. ჩე­ჩე­ნი ტუ­რის­ტე­ბი, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას ელა­პა­რა­კე­ბი­ან და ცდი­ლო­ბენ ერ­თგვა­რი ილუ­ზია შექ­მნან, რომ თით­ქოს ოდეს­ღაც ხალ­ხი აქ ორ ენა­ზე სა­უბ­რობ­და და ისი­ნი წარ­მო­შო­ბით ჩეჩ­ნე­ბი იყ­ვნენ. ისი­ნი ამ თა­ვი­ანთ პრო­პა­გან­და­ში მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ხევ­სუ­რე­ბი, რე­ა­ლუ­რად, წარ­მო­შო­ბით ჩეჩ­ნე­ბი არი­ან და უბ­რა­ლოდ, მათი გა­ქარ­თვე­ლე­ბა და გაქ­რის­ტი­ა­ნე­ბა მოხ­და. კი­დევ ერთხელ იმის ხაზ­გას­მა მინ­და, რომ სულ არ არის სა­ჭი­რო, რომ თა­ვი­სი ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი გა­მოგ­ზავ­ნონ აქეთ. რუ­სუ­ლი ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ისი­ნი ვე­რა­ფერს უშ­ვრე­ბი­ან კა­დი­როვს იმი­ტომ, რომ მას თა­ვი­სი მინი არ­მია ჰყავს, რო­მელ­საც ის არ­ცერთ შემ­თხვე­ვა­ში არ აპი­რებს უკ­რა­ი­ნა­ში გაგ­ზავ­ნოს და იქ და­ა­ხარ­ჯოს რუ­სეთს, ის მას თა­ვის­თვის იყე­ნებს. სა­მა­გი­ე­როდ, ახლა რუ­სე­ბი ათა­მა­შე­ბენ ისეთ კარტს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მა­გა­ლი­თად, აი­ძუ­ლე­ბენ კა­დი­როვს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში მა­ინც გა­აქ­ტი­უ­როს თა­ვი­სი ე.წ. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი და აქ მო­უ­ნა­ხოს როლი კა­დი­როვს იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ მა­გა­ლი­თად, ჩეჩ­ნე­ბი და ქარ­თვე­ლე­ბი გა­და­კი­დოს. რამ­დე­ნად წავა ამა­ზე კა­დი­რო­ვი, არ ვი­ცით, მაგ­რამ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი თუ მათი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აქ ვი­თომ ტუ­რის­ტე­ბის სა­ხით და­დი­ან და სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში რა­ღაც ვი­დე­ორ­გო­ლებს აქ­ვეყ­ნე­ბენ, ეს აშ­კა­რად ჩანს.

არ გა­მოვ­რი­ცხავ ე.წ. ჰიბ­რი­დუ­ლი ფორ­მა­ტით ერ­თგვა­რი გა­სამ­ხედ­რო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბის, თუ ჯგუ­ფე­ბის მოქ­მე­დე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუ რუ­სე­თი ამას ჩათ­ვლის სა­ჭი­როდ იმის­თვის, რომ ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნოს “ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე“. რუ­სე­ბის პი­რო­ბა ერ­თია და ნა­თე­ლი, რომ აფ­სუ­ე­ბის და ცხინ­ვა­ლის აღი­ა­რე­ბა ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბის შე­თან­ხმე­ბის ხელ­მო­წე­რით და სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­ზე დე­ლი­მი­ტა­ცია, დე­მარ­კა­ცი­ის და­წე­სე­ბა. რუ­სებ­მა ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, რომ ერ­თა­დერ­თი წი­თე­ლი ხაზი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაა და თუ ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის სა­კი­თხიც სა­თა­ვი­სოდ მო­აგ­ვა­რეს, მა­შინ “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ მარ­ტი­ვად უნდა ეს­მო­დეს, რომ მისი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის არის ის, რომ მან ეს წი­თე­ლი ხაზი არ გა­დაკ­ვე­თოს. რო­გორც კი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ამ წი­თელ ხაზს გა­და­ლა­ხავს, ჩათ­ვა­ლეთ, რომ მას და­კარ­გუ­ლი ექ­ნე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, ასე­ვე თა­ვად რუ­სე­ბის­თვის იმი­ტომ, რომ მთა­ვა­რი მი­სია იქ­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი და რუ­სებს აღარ დას­ჭირ­დე­ბათ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“, თა­ვის­თა­ვად. ანუ მათ­თვის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა ბო­ლომ­დე მი­აწ­ვნენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სუსტ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას (რო­მე­ლიც გან­მარ­ტო­ე­ბუ­ლია მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში, რო­მელ­საც არა­ვინ ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რი და რო­მელ­საც ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვს ქვეყ­ნის შიგ­ნით და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც აწყდე­ბა დიდ პრო­ტესტს), რათა მი­აღ­წი­ონ სა­ბო­ლოო მი­ზანს და ეს არის რუ­სე­ბის ძა­ლი­ან სწო­რი, ლო­გი­კუ­რი გათ­ვლე­ბი. “ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ რამ­დე­ნად აქვს გა­აზ­რე­ბუ­ლი ეს საფრ­თხე და ეს ხა­ფან­გი, რაც მათ­თვის რუ­სეთ­მა მო­ამ­ზა­და, ეს უკვე სხვა სა­კი­თხია. განაგრძეთ კითხვა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საფრანგეთს ყოველთვის ჩვენზე მკაცრი კანონმდებლობა ჰქონდა, ახლა მეტად გამკაცრებისკენ მიდის, ყველა ვთანხმდებით, რომ საჭიროა, დავიცვათ ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტები უცხოური ჩარევისგან- შალვა პაპუაშვილი
  • საქართველო ივანიშვილის გარეშე! – 25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • სეს-მა აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge