გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რომელსაც რთველში მყოფი მუშათა ბრიგადა გადაჰყავდა.
შეჯახების შედეგად, ორივე ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკის მენეჯერის, გიორგი შათირიშვილის ინფორმაციით, ოთხი მოქალაქე ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფება, ერთი კი კლინიკიდან გაწერილია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
