„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ისნის რაიონში, მთისძირის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 10/15/2026 21:00 საათიდან 10/16/2026 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ისნის რაიონში, მთისძირს (სრულად), ყვარლის N 110-160 (ლუწი), N115-163(კენტი), ყვარლის მე-4 შესახვევს, უშაკოვის N29- 39 (კენტი) N 30-46(ლუწი), აბულის N 16-28 (ლუწი), N31 -45(კენტი), გეზათის, კონსტანტინე ამირეჯიბის N 49-65 (ლუწი), N38-40 (კენტი), ოლღა ბახუტაშვილის (ნავთლუღის დას. მე-8 ქუჩა) და გიორგი ღვინიაშვილის ქუჩებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
