“დიდი საზოგადოების დიდი კონსოლიდაცია უნდა მოხდეს – ეს არის ჩვენი მომავალი” – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ფბ-ლაივში განაცხადა, სადაც ის მოქალაქეების კითხვებს პასუხობს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, კონსოლიდაცია უნდა მოხდეს არა იმ ადამიანების, რომლებიც უკვე დგანან პროტესტის ხაზზე, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც გუშინდელ დრომდე იმედი ჰქონდათ, რომ “ქართული ოცნება” რამე შეცვლიდა.
“ეს ადამიანები არიან ნაწილი იმ დიდი საზოგადოების, რომელმაც უნდა მოახდინოს ცვლილება” ,- აცახდებს სალომე ზურაბიშვილი.
(კოორდინირებული) შტატების დრო როცა მოვა, ვნახოთ როგორ იქნება. დღეს არის მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდეს. იმ ძალიან ფართო საზოგადოების, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ აქტიური პროტესტის ადამიანებს, რომლებიც უკვე არიან პროტესტის ხაზზე, არამედ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც გუშინდელ დრომდე იმედი ჰქონდათ, რომ “ქართული ოცნება” რაღაც ნაწილში გაუმართლებდა, რაღაც ნაწილში დაიცავდა და არ იყო პირდაპირ მზად იმისთვის, რომ პროტესტში გადასულიყო. ეს ადამიანები არიან ნაწილი იმ დიდი საზოგადოების, რომელმაც უნდა მოახდინოს ცვლილება.
ცვლილება არ მოხდება პატარ-პატარა ჯგუფებით, პატარ- პატარა პარტიებით. ეს რაც მოხდა დღეს სწორედ ამას გვიჩვენებს, რომ ამ ფორმით ვერ იქნება. დიდი საზოგადოების დიდი კონსოლიდაცია უნდა მოხდეს – ეს არის ჩვენი მომავალი”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
