Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

October 14, 2026
“საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი” – თამარ ჩერგოლეიშვილი

საქართველოს სჭირდება ძლიერი პარტიები, მხოლოდ ძლიერ პარტიებს შეუძლიათ ცვლილების გამოწვევა – ნებისმიერი, რომელიც გიმტკიცებთ, რომ ახლა არ არის პარტიული დაქსაქსულობის დრო, არის დელუზიური სულელი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს, რა ხდება ქართულ საზოგადოებაში, რას ნიშნავს ლიდერობის კრიზისი და ვერც იმას ხვდება, რას ნიშნავს პარტია, – ასე ეხმაურება „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელის განხილვის პროცესების ჩანიშვნას.

მისი თქმით, პარტიების ძალა არ არის დამოკიდებული რეჟიმის აკრძალვებზე.

„პარტიების ძალა არის დამოკიდებული პარტიების სახალხო მხარდაჭერაზე, ამიტომ დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ – რეჟიმის სისუსტის დემონსტრირებად ვიღებ და იმიტომ.

არანაირი, საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ ამ რეჟიმის მიერ ჩვენი პარტიის აკრძალვას“,- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერის განმარტებით, პროცესი, სადაც ასეთი რამ არათუ რეალურად ხდება, არამედ უბრალოდ, დაშვებაც კი შესაძლებელია, არ არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მოქალაქის ხმას წონა აქვს.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ასაკრძალი პარტიებიდან ოთხს, ანუ ყველას, „ფედერალისტების” გარდა 2024 წლის არჩევნებში აქვთ მონაწილეობა მიღებული და რეჟიმისვე ბუღალტერიით, 800 ათს ხმაზე მეტი აქვთ აღებული, უფრო ცხადად დაინახავთ, რომ რეჟიმი მისივე დათვლილ 800 ათას ადამიანს უუქმებს არჩევანს და ართმევს ხმას.

ამ განუკითხაობის ლეგიტიმაციას და პოლიტიკურ პროცესად წარმოჩენას „ფედერალისტები“ ჩვენი პარტიის ასაკრძალთა სიაში დამატებამდეც არ ვაპირებდით.

ჩვენი გზა გადის ჩვენი პარტიის გაძლიერებაზე სახალხო მხარდაჭერით – მშვიდობიან, მაგრამ პრინციპულ და თანმიმდევრულ წინააღმდეგობაზე და ამ წინააღმდეგობის უკეთ ორგანიზებასა და გაფართოებაზე იქამდე, ვიდრე მოქალაქის ხმა რეჟიმის წასაქცევ წონას არ შეიძენს.

ეს აუცილებლად მოხდება, როცა პოლიტიკურ დღის წესრიგს შექმნის ისეთი პოლიტიკური ცენტრი, რომლის ფოკუსშიც საზოგადოებისთვის სასიცოცხლო ინტერესებია.

არანაირი! საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია „ფედერალისტებისთვის“ რას გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი – რაც არ უნდა გადაწყვიტოს, ყველაფერს ავტოკრატიის დასანგრევად გამოვიყენებთ – ყველა ფრონტზე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “სამართლებრივი სახელმწიფო მხოლოდ ქაღალდზე დაწერილი სიტყვები არ არის”- ზურაბ ქადაგიძე.
  • „ეს ინსტიტუტი პოლიტიზებულია, რაც ძალიან სამწუხაროა, ნაცვლად იმისა, რომ სამართლებრივ ჭრილში აფასებდეს საკითხებს“ – ლევან მაჭავარიანი
  • საქართველოდან უცხო ქვეყნის 112 მოქალაქე გააძევეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge