Wednesday, October 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ არ მიეცათ აკრედიტაცია ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს

October 13, 2026
“იყო გარკვეული არაკორექტული გამოსვლები…”- რას აცხადებს ჯაღმაიძე დღევანდელი სინოდის შემდეგ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე განმარტავს, რატომ არ მიეცათ აკრედიტაცია ტელეკომპანიების – ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს.

„14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დასასწრებად, თანხმობა, აკრედიტაცია არ მიეცათ ტელეკომპანიების – ,,ტვ პირველისა” და ,,ფორმულას” ჟურნალისტებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ ტელეკომპანიების წარმომადგენლები, მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, წლების განმავლობაში არაერთ დიდ საეკლესიო დღესასწაულზე სისტემატურად არღვევდნენ ტაძრის ტერიტორიაზე მოქმედ შინაგანაწესს, თვითნებურად ტოვებდნენ მედიისთვის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეს და ქმნიდნენ ღვთისმსახურებისთვის შეუფერებელ ვითარებას.

სამწუხაროდ, მრავალჯერ გავმხდარვართ იმის მოწმენი, თუ როგორ ცდილობენ ამ ტელეკომპანიების ჟურნალისტები, საზოგადოების ყურადღება დღესასწაულის არსიდან ხელოვნურად შექმნილ დაპირისპირებაზე გადაიტანონ. შედეგად, იჩრდილება დღესასწაულის სულიერი მნიშვნელობა და ფერმკრთალდება ის საზეიმო განწყობა, რომლის გასაზიარებლადაც ათასობით მორწმუნე იკრიბება.

საზოგადოებას შევახსენებთ 2025 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მომხდარ ერთ-ერთ შემთხვევას. თანდართული ვიდეოკადრები გადაღებულია თავად ,,ტვ პირველის” მიერ და ნათლად ასახავს იმ გარემოებებს, რომლებიც ასევე გახდა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ შეზღუდვის მიზანი არ არის მედიის საქმიანობის ხელშეშლა, არამედ საეკლესიო დღესასწაულის მშვიდ გარემოში ჩატარება, ლიტურგიკული წესრიგისა და მომლოცველთა ინტერესების დაცვა”, – წერს ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “არ მაქვს იმედი, რომ ჩემ შვილს რამეს არ დამართებენ”- რას აცხადებს პატიმარ გიორგი დავითაძის დედა
  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
  • “მანანა კობახიძე გადადგა თუ გადააყენეს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს” – ზურაბიშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge