„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 ოქტომბერს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონში.
„15 ოქტომბერს 10:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება შეუწყდებათ აბონენტებს სოფლებში: მსხალდიდი, ზემო და ქვემო ლისი, წოდორეთი, მუხათწყარო, ლისი, ცხვარიჭამია, კევლიანი.
11:00-დან 18:30 საათამდე – აბონენტებს ზაჰესში – თავისუფლების, კეცხოველის, ყაზბეგის, ზონკარის, ავჭალის, წინამძღვრიშვილის, მაყაშვილის, უგრეხელიძეების, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე.
11:00-დან 12:00 საათამდე – აბონენტებს თხინვალაში იოსებ კეჭაყმაძის, ლეო კვაჭაძის, მარიამ ჯამბაკურ-ორბელიანის ქუჩებზე და მიმდებარე ტერიტორიაზე.
10:00-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წეროვანი, მუხრანი, არაშენდა, ზემო წეროვანი, ჩარდახი, გოროვანი, წილკანი, ს/კ ინსტიტუტის დასახლება და მიმდებარე ტერიტორიაზე.
12:00-დან 15:00 საათამდე სოფლებში: საგურამო, წიწამური, ზედაზნის გზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
10:00-დან 19:00 საათამდე თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: სიმონიანთხევი, გორანა, ალოტი, ქვემო კვერნაულა, ბოკონი, კვირიისხევი, სიმხევი და მიმდებარე სოფლებში.
10:30-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგია შეუწყდებათ აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ბარისახო, კორშა, როშკა, გუდანი, მაღაროსკარი, ატაბე, ქვემო არანისი, ჟინვალი და მიმდებარე სოფლებში.
10:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს სოფლებში: კაწალხევი, შუაფხო, თხილიანა, მუქო, გოგოლაურთა, ინო და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
