ქუთაისში, ნინოშვილის ქუჩაზე მანქანა ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას „ინფო იმერეთი“ ავრცელებს. როგორც სააგენტო თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება, მძღოლი ადგილიდან არ მიმალულა.
„ნაგავს ყრიდა ეს კაცი და მანქანა დაეჯახა. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის“, – ამბობენ თვითმხილველები.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
