პაატა მანჯგალაძე საპროცესო შეთანხმების საკითხზე წერილს ავრცელებს – პოლიტიკოსის თქმით, საპროცესო შეთანხმება არსებულ პირობებში “თავისუფალი არჩევანი ვერ იქნება”.
“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი იმ ადამიანებსაც მიმართავს, რომლებიც იმ პოლიტიკოსებს აკრიტიკებენ, რომლებმაც ეს არჩევანი უკვე გააკეთეს და წერს, რომ “განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს ან ვინმეს მოღალატედ გამცოხადების შესაძლებლობას”.
მოგესალმებით მეგობრებო. მინდა გამოვეხმაურო საპროცესო გარიგებებთან საჯარო სივრცეში გავრცელებულ რამდენიმე საკითხს.
პირველი – მე მესმის დიდია ცდუნება, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა შეუმცდარი არცერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს ან ვინმეს მოღალატედ გამცოხადების შესაძლებლობას.
მეორე – არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება ვერ იქნება თავისუფალი არჩევანი და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.
მესამე – არ ვთვლი, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანობაა ადამიანს დააბრალო დანაშაული, დააბრალო უკანონოდ, შემდეგ სიეთი პირობები შეუქმნა, რომ აღიაროს და მოინანიოს ის, რაც არ ჩაუდენია. ვგულისხმობ, ჩემს სემთხვევას, როცა მოსამართლემ პირდაპირ გადააკოპირა ბრალის აღწერისას ბრალდების მტკიცება, თითქოს მე 2025 წლის 4 ოქტომბერი დავაორგანიზე 2024 წლის 4 ოქტომბერს გაკეტებული განცხადებით. ანუ ერთი წლით ადრე. ეს აბსურდი როგორ მოვინანიო?
მეოთხე – ადრე გაცხადებულ ნულოვან თანაგრძნობასთან შედარებით, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ხელისუფლების ნების ცვლილება, მაგრამ ადამიანს აღიარებინოთ და მოანანიებინოთ ის, რაც არ ჩაუდენია, ვერ ჩაითვლება ჰუმანურობად.
იმედი მაქვს , ამას გააცნობიერებ გადაწყვეტილების მიმღებებიც, რომ მომავალში მათაც იგივე ცული არ მოეზღოთ, რითაც დღეს ჭრიან”, – წერს პაატა მანჯგალაძე.
4 ოქტომბრის საქმეზე მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით პაატა მანჯგალაძეს – 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.
