Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვის კანონს არაპროპორციულსა და გაუმართლებელს უწოდებს

October 13, 2026
ვენეციის კომისია პარტიების აკრძალვის კანონს არაპროპორციულსა და გაუმართლებელს უწოდებს

საქართველოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვასთან და ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული და გაუმართლებელია – ამის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაშია საუბარი.

კომისიამ დაწერა, რომ კანონმდებლობა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით მიიღეს, შესაძლოა, თავად უქმნიდეს კონსტიტუციას სერიოზულ საფრთხეს.

კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის, პარტიის ცალკეული წევრების წინააღმდეგ შესაძლოა გამართლებული იყოს მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში, ლეგიტიმური მიზნისა და პროპორციულობის მოთხოვნების დაცვით.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან „დაკავშირებული“ პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

კომისია პრობლემურად მიიჩნევს შეზღუდვების ერთობლიობასაც, რადგან პოლიტიკური პარტიებიდან, არჩევნებში მონაწილეობიდან, საჯარო თანამდებობებიდან და წარმომადგენლობითი მანდატებიდან ერთდროულად გამორიცხვამ შესაძლოა პოლიტიკური უფლებების არსებითი ნაწილი დააზიანოს.

დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კანდიდატების საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებამ ან მანდატების შეწყვეტამ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაჩქარებული პროცედურების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა საარჩევნო კონკურენცია და ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლება დაამახინჯოს.

კომისიის საბოლოო შეფასებით, განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება დეკლარირებულ მიზანს – დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი მისი ძალადობრივი შეცვლისგან, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისა და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებისგან.

ამის ნაცვლად, კომისიის აზრით, კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლების არაპროპორციულ და გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მანანა კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
  • არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება თავისუფალი არჩევანი ვერ იქნება – პაატა მანჯგალაძე
  • “სახლები ავარიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ“ – ხმაური ბათუმში ბესიკის ქუჩის N81-ში მცხოვრები მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge