4 ოქტომბრის საქმე – პროკურორი ვაჟა თოდუა ადასტურებს, რომ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას დღეს საპროცესო შეთანხმება უფორმდებათ.
პროკურატურის პირობებია ასეთია – ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი, ხოლო ორი წელი პირობითი მსჯავრი.
შეთანხმების თანახმად, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები ციხეს ნოემბრის დასაწყისში დატოვებენ.
“მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ, ლაშა ბერიძემ, ირაკლი ჩხვირკიამ და გური ჟვანიამ აღიარეს დანაშაული, მოინანიეს და მოგვმართეს განცხადებით შეთანხმების დადების თხოვნით. თითოეულ მათგანს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებათ ერთი წლით და ერთი თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე დროს პირობითი მსჯავრი.
რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, მათ მიმართ ამ ეტაპზე გაგრძელდება საქმის არსებითი განხილვა. (კითხვა – შეტავაზება ძალაში რჩება და მათაც შეიძლება მსგავსი პირობით გაუფორმდეთ საპროცესო?) განხილავს აღნიშნულ განცხადებას ბრალდებსი მხარე და შემდგომში მიიღებს გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ვაჟა თოდუამ.
