ჩემი მესიჯი ევროპელი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ სათანადოდ შეაფასეთ ის, რასაც სჩადის რუსეთი საქართველოში, რომელიც სამხედრო ომის შემდეგ ჰიბრიდულ ომშია – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთი საქართველოსთან სამხედრო ომის შემდეგ ჰიბრიდულ ომშია.
ჩვენ ყველაზე მეტი გამოცდილება გვაქვს იმისა, თუ რას ნიშნავს რუსული პროპაგანდა და ჩვენ ვიცით, რა არის განსხვავება პროპაგანდასა და რეალობას შორის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ მას მაინც აქვს ეფექტი. არ მინდა მისი მნიშვნელობა გავამძაფრო, მაგრამ მას აქვს ეფექტი.
და ბოლოს, ამის ნიშნები დავინახე ისტორიული ნარატივის ცვლილების მცდელობისას. მაგალითად როცა საუბარი დაიწყეს გეორგიევსკის ტრაქტატზე და იმაზე, რომ თითქოს რუსეთმა გადაგვარჩინა დანარჩენი სამყაროსგან – ზოგიერთები ამას იმეორებენ კიდეც.
ჩემი მესიჯი ევროპელი პარტნიორების მიმართ არის ის, რომ სათანადოდ შეაფასეთ ის, რასაც სჩადის რუსეთი საქართველოში, რომელიც სამხედრო ომის შემდეგ ჰიბრიდულ ომშია. შეიძლება ეს უფრო ნაკლებად გამჭვირვალე და ცხადია, მაგრამ ის მცირედით ზოგიერთმა ევროპულმა სახელმწიფომაც გამოცადა და იცის რას ნიშნავს”- თქვა ზურაბიშვილმა.
