Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმში, ბესიკის ქუჩის #81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

October 13, 2026
ბათუმში, ბესიკის ქუჩის #81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ

ბათუმში, ბესიკის ქუჩის #81-ში მცხოვრებლები მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, 1200 კვადრატულ მეტრ ფართობზე 26-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს, რამაც მომიჯნავე სახლებისა და ეზოების დაზიანება გამოიწვია. მოსახლეობა ბათუმის მერიისგან საკითხის შესწავლას და იმის დადასტურებას ითხოვს, რომ სამუშაოები მათი საცხოვრებელი სახლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

„მშენებლობის შეჩერებას ვითხოვთ. ბათუმის მერიამ საკითხი შეისწავლოს და შესაბამისი კვლევა დადოს, რომ სახლები უსაფრთხოდაა. 1200 კვადრატულ მეტრზე 26 სართული შენდება. მშენებელს სასაცილო არგუმენტი ჰქონდა, გვითხრა: დამიმტკიცე, ჩემგან რომ არის ზიანი მოყენებულიო… დაზიანებულია ეზო და სახლი, შიშით ვცხოვრობთ“, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები თემურ ჯიჯავაძე.

აღნიშნულ საკითხს ბათუმის საკრებულოში ფრაქცია „ლელო – საქართველოსთვის“ წევრი ვაჟა დარჩია გამოეხმაურა, რომელიც ადგილობრივების პროტესტს შეუერთდა. მისი განცხადებით, პროექტი პროგრამა „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ ფარგლებში მიმდინარეობს, თუმცა რეალურად მშენებლობა მომიჯნავე ნაგებობებს თავად აქცევს ავარიულად, რაზეც პასუხისმგებლობა ადგილობრივ მერიას ეკისრება.

საკრებულოს წევრის, ვაჟა დარჩიას განმარტებით, კომპანია ტერიტორიაზე, სადაც მანამდე ავარიული სახლები აიღო, 26-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს, სამუშაოების დაწყების შემდეგ კი მეზობელი სახლებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

„კომპანია 26 სართულის მშენებლობას გეგმავს. მშენებლობის ადგილზე სახლები ავარიული იყო, რომლებიც აიღეს, თუმცა უცებ შეიქმნა რეალობა, რომ ამ სამუშაოების შედეგად, მომიჯნავე სახლებიც ავარიულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მერია თითქოს მოქალაქეებზე ზრუნავს და აცხადებს, რომ არ აპირებს, მოსახლეობამ ავარიულ სახლებში იცხოვროს, თუმცა ისეთი პროექტები მიმდინარეობს, რომ სახლები, რომლებიც საერთოდ არ იყო ავარიული, ავარიულ მდგომარეობამდე მიჰყავთ… აქ მერიის პასუხისმგებლობაა. მოსახლეობა ითხოვს, შეჩერდეს მშენებლობა და მოხდეს იმის დამტკიცება, რომ ეს პროცესი მათი საცხოვრისისთვის უსაფრთხო იქნება“, – აცხადებს ვაჟა დარჩია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე საკუთარი სიცოცხლის ფასად ვდგავართ და სამშობლოსთან მიმართებაში კომპრომისი არ და ვერ იქნება – ორ შვილს ვიფიცებ, რომ ეს ბოროტები ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ!”- რას ამბობს ალუდა ღუდუშაური
  • შშმ პირს, 26 მაისს კვამლის გაშვების გამო 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს
  • პარტიის აკრძალვით პენსია არ გაიზრდება, პური არ გაიაფდება, პროდუქტებზე ფასები არ დაიწევს და პრობლემები არ მოგვარდება!- დაჯი კოვზირიძე უმრავლესობას

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge