Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია, ლიდერების გადასაწყვეტია, მიიღონ შეწყალება, მაგრამ ციხეში რჩებიან მოქალაქეები, ვინც შეიყვანეს შეცდომაში, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას”- რას ამბობს გიგა ფარულავა

October 13, 2026
“4 ოქტომბერი იყო პროვოკაცია, ლიდერების გადასაწყვეტია, მიიღონ შეწყალება, მაგრამ ციხეში რჩებიან მოქალაქეები, ვინც შეიყვანეს შეცდომაში, კეთილი ინებონ და აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას”- რას ამბობს გიგა ფარულავა

მურთაზ ზოდელავა გააფორმებს თუ არა საპროცესო შეთანხმებას ჩემთვის ნაკლებად საინტერესოა, აქ ფაქტია, რომ 4 ოქტომბერი იყო დანაშაული ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების წინაშე, ლიდერები მოუწოდებდნენ საზოგადოებას 4 ოქტომბერს შეკრებილიყვნენ, მშვიდობიანი დამხობის გზით აპირებდნენ ხელისუფლების შეცვლას, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიგა ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, საპრცესო შეთანხმების გაფორმება მათი უფლებაა, თუმცა ციხეში რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეიყვანეს შეცდომაში და უნდა აუხსნან, როგორ აპირებენ მათ დახმარებას.

„გამოვიდნენ და აუხსნან საზოგადოებას, როგორ აპირებდნენ დაეწყოთ დილით და დაემთავრებინათ საღამოს. მათი გადასაწყვეტია, მიიღონ შეწყალება, მაგრამ, როდესაც გამოვლენ აუხსნან საზოგადოებას, როგორ მოხდა 4 ოქტომბრის დაგეგმვა, როგორ განახორციელეს, ვინ განახორციელა. ბოლოს და ბოლოს, ეს ადამიანები ციხიდან თუ გამოდიან, იქ რჩებიან მოქალაქეები, ვინც ამ ადამიანებმა შეცდომაში შეიყვანეს, კეთილი ინებონ, აუხსნან იმ მოქალაქეებს, მათ ოჯახის წევრებს, საზოგადოებას, როგორ აპირებენ იმ ადამიანების დახმარებას, ვინც მათი უპასუხისმგებლო ქმედების გამო დღეს ციხეში არიან.

რაც შეეხება „ოცნების“ მიდგომას, „ოცნება“ ამ 4 ოქტომბრის პროვოკაციულ-რევოლუციურ სცენარს სათავისოდ იყენებს. ჩვენ არა ერთხელ, მათ შორის, 4 ოქტომბრამდეცმოვუწოდებდით საზოგადოებას, რომ ეს იყო „ოცნების“ დაგეგმილი პროვოკაცია, რომელიც აღასრულეს სწორედ იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა. ეს ადამიანები როდესაც აწერენ ხელს საპროცესოზე, „ოცნების“ პასუხისმგებლობაა ის, რომ ორგანიზატორებზე ადრე შეცდომაში შეყვანილი რიგითი მოქალაქეები უნდა გაეთვალისწინებინათ“, – აღნიშნა ფარულავამ.

მისივე შეფასებით, 4 ოქტომბერს დაშვებული შეცდომით დაზიანდა მშვიდობიანი პროტესტი.

„ამ ადამიანების გადაწყვეტილება ჩვენთვის მიუღებელი იყო მაშინაც, როდესაც 4 ოქტომბერი დაგეგმეს და მოქალაქეებს მოუწოდეს ამ რევოლუციური სცენარით ხელისუფლების შეცვლისკენ. ეს თავიდანვე იყო პროვოკაცია, დანაშაული და შეცდომა, რაც შეგნებულად და მიზანმიმართულად გააკეთეს, კიდევ ერთხელ ვამბობ, მათი გადასაწყვეტია, თუ აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას,
მაგრამ საზოგადოებას უნდა აუხსნან, რატომ შეიყვანეს შეცდომაში, რატომ ჩაიდინეს ეს დანაშაული, რომლითაც დააზიანეს მთლიანად პოლიტიკური პროცესი, მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც იყო ძალიან მძლავრი 4 ოქტომბრამდე“, – განაცხადა ფარულავამ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. მათი პროცესი სააპელაციო სასამართლოში დღეს არის ჩანიშნული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შშმ პირს, 26 მაისს კვამლის გაშვების გამო 5000 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს
  • პარტიის აკრძალვით პენსია არ გაიზრდება, პური არ გაიაფდება, პროდუქტებზე ფასები არ დაიწევს და პრობლემები არ მოგვარდება!- დაჯი კოვზირიძე უმრავლესობას
  • “მდინარაძის ერთადერთი ამოცანაა, ივანიშვილს ცუდად არ გაახსენდეს” – შეფასებები “ქართული ოცნების” ყოფილი ლიდერის ახალ საქმიანობაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge