Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილება ვერც საქმეს აფუჭებს და ვერც აუმჯობესებს…”- რომან გოცირიძე

October 13, 2026
“ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებული ცვლილება ვერც საქმეს აფუჭებს და ვერც აუმჯობესებს…”- რომან გოცირიძე

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნების ცვლილებას ეხმაურება და წერს, რომ ეროვნული ბანკის მმართველობის მთავარი პრობლემა მისი დამოუკიდებლობის ნაკლებობაა და არა საბჭოს წევრების ასაკი.

მისი თქმით, ცვლილება სინამდვილეში ასაკობრივი ცენზის დაწესებას გულისხმობს, რომელიც დაახლოებით 35 წელს შეადგენს.

„ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ტექნიკური ხასიათის მცირე ცვლილებები შედის, თუ ერთ ცვლილებას არ ჩავთვლით: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ვერ გახდება პირი, რომელსაც შესაბამის სფეროში მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი გამოცდილება არ აქვს.

რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? ასაკობრივი ცენზის დაწესებას, რომელიც დაახლოებით 35 წელს შეადგენს.

სკოლის, უნივერსიტეტისა და მაგისტრატურის დასრულების შემდეგ სამსახურის დაწყება და ერთ სფეროში უწყვეტად 10 წლის განმავლობაში მუშაობა დაახლოებით ამ ასაკამდე მიგვიყვანს. რეალურ ცხოვრებაში კი ეს ზღვარი ხშირად 40 წელსაც უახლოვდება-სწავლის გაგრძელების, პროფესიის შეცვლისა თუ სხვა გარემოებების გამო.

კარგია ეს თუ ცუდი? ნაწილობრივ ორივეა. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს ცვლილება ვერც საქმეს აფუჭებს და ვერც აუმჯობესებს.

ეროვნული ბანკის მმართველობის მთავარი პრობლემა მისი დამოუკიდებლობის ნაკლებობაა და არა საბჭოს წევრების ასაკი,“ – წერს რომან გოცირიძე.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები იცვლება – მას დამატებით კრიტერიუმად შესაბამის სფეროში შესაბამისი სპეციალობით საქმიანობის არანაკლებ 10-წლიანი სამუშაო გამოცდილების ქონა მოეთხოვება.

ამ და მთელ რიგ სხვა ცვლილებებს “ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მომზადებული პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება- ლადო სადღობელაშვილი
  • სად არის ბიძინა ივანიშვილი – რა იციან “ქართული ოცნების” წევრებმა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge