Tuesday, October 13, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

IMF-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა – როგორია 2027 წლის მოლოდინი

October 13, 2026
IMF-მ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა – როგორია 2027 წლის მოლოდინი

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) საქართველოს 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.2%-მდე გაზარდა, აქამდე არსებული პროგნოზი 6.5% იყო. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, ფონდი წელს 2025-თან შედარებით ვარდნას პროგნოზირებს. კერძოდ, IMF-ის პროგნოზით, 2025 წლის 7.5%-იან ზრდასთან შედარებით, წელს საქართველოს რეალური მშპ 7.2%-მდე, 2027 წელს კი 5.7%-მდე შემცირდება. ამის შესახებ ორგანიზაციის უახლეს, ოქტომბრის ანგარიშში წერია, რომელიც ბანგკოკში გამოქვეყნდა, სადაც IMF-ისა და მსოფლიო ბანკის მმართველი ორგანოები თავიანთ გასვლით შეხვედრებს მართავენ.

სამომხმარებლო ფასები 2025 წლის 3.9%-იან დონესთან შედარებით, წელს 5.4%-მდე ზრდით, ხოლო 2027 წელს 3.5%-მდე კლებით არის პროგნოზირებული.

მიმდინარე ანგარიშის ბალანსი, ანუ ქვეყნის საგადასახდელო ბალანსი 2025 წელს მინუს 2.6%-ს შეადგენდა, რაც წლევანდელ პროგნოზში მინუს 3.5%-ს, ხოლო 2027 წელს მინუს 3.7%-ს შეადგენს.

უმუშევრობა, 2025 წლის ანალოგიურად, წელსაც და მომავალ წელსაც 13.9%-იან დონეზე არის პროგნოზირებული.

რეალური მშპ-ის ზრდით საქართველო სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ლიდერია. თუმცა საქართველოსა და სომხეთში წლიდან წლამდე კლების ტენდენცია შეინიშნება, მაშინ, როცა აზერბაიჯანის ეკონომიკა ზრდას განიცდის. კერძოდ, აზერბაიჯანის ეკონომიკა 2025 წლის 1.4%-იდან წელს 1.7%-მდე, მომავალ წელს კი 2.3%-მდე გაიზრდება. სომხეთს 2025 წლის 7.1%-იანი ზრდის შემდეგ წელს რეალური მშპ-ის 5.5%-მდე კლება აქვს პროგნოზირებული, რაც 2027 წელსაც ანალოგიურ დონეზე დარჩება.

ზოგადად, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში IMF ეკონომიკის კლებას პროგნოზირებს. კერძოდ, 2025 წელს მშპ-ის 6.2%-იან ზრდასთან შედარებით, წელს ზრდა 5.2%-მდე, 2027 წელს კი 5%-მდე შენელდება.

რაც შეეხება მსოფლიო ეკონომიკას, IMF წელს 3.1%-იან, ხოლო 2027 წელს 3.4%-იან ზრდას პროგნოზირებს, მაშინ, როცა 2025 წლის ბოლოსთვის ზრდა 3.5%-ით იყო შეფასებული. დოკუმენტში მითითებულია, რომ წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი IMF-ის ივლისის ანგარიშში წარმოდგენილ მონაცემებთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით არის კორექტირებული, ხოლო 2027 წლისთვის უცვლელი დარჩა.

„შვიდ წელზე ნაკლებ დროში გლობალურმა ეკონომიკამ უპრეცედენტო მოვლენათა სერია განიცადა, მათ შორის, COVID-19-ის პანდემია და მის შედეგად მიწოდების ჯაჭვის დარღვევები, უკრაინის კრიზისი და კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ენერგომატარებლებსა და ნედლეულზე ფასების ზრდა, სავაჭრო შეზღუდვების გამკაცრება და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუარესება. თუმცა, ამ შოკების სერიის მიუხედავად, გლობალური ეკონომიკა მდგრადი დარჩა,” – წერს IMF.

ამის მიზეზად ფონდი ენერგომომარაგების მარშრუტების ცვლილებებს, რამდენიმე ქვეყნის მიერ ენერგომატარებლების წარმოების ზრდას, ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლას, ხელოვნური ინტელექტის (AI) ტექნოლოგიების განვითარებასა და ამ სექტორში ინვესტიციების ზრდას მიაწერს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მდინარაძის ერთადერთი ამოცანაა, ივანიშვილს ცუდად არ გაახსენდეს” – შეფასებები “ქართული ოცნების” ლიდერის ახალ საქმიანობაზე
  • შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს
  • “ადამიანები, რომლებიც ჩვენს ძიუდოისტებს ლანძღავენ, მათ ვერაფერს დააკლებენ”- რას ამბობს სოზარ სუბარი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge