Wednesday, February 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნუ უყენებთ შვილებს მოთხოვნებს! ნუ ლანძღავთ გამოცდაზე ვერ მიღებული მაქსიმალური ქულების გამო! ნუ კლავთ მასში პოტენციალს! ადროვეთ ბავშვებს შეცდომების დაშვება!” – პედაგოგის ემოციური მიმართვა მშობლებს

August 5, 2022
“ნუ უყენებთ შვილებს მოთხოვნებს! ნუ ლანძღავთ გამოცდაზე ვერ მიღებული მაქსიმალური ქულების გამო! ნუ კლავთ მასში პოტენციალს! ადროვეთ ბავშვებს შეცდომების დაშვება!” – პედაგოგის ემოციური მიმართვა მშობლებს

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ოთო დანელია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საკითხს ეხმაურება.

ამის შესახებ დანელია სოციალურ ქსელში წერს და მშობლებს ემოციური სიტყვებით მიმართავს.

“ნუ უყენებთ შვილებს მოთხოვნებს!..

ნუ ლანძღავთ გამოცდაზე ვერ მიღებული მაქსიმალური ქულების გამო!..

ნუ კლავთ მასში პოტენციალს!..

ჩახედეთ თქვენს სულს და გამოტყდით,რამდენჯერ ვერ გამოავლინეთ შესაძლებლობების მაქსიმუმი,რამდენჯერ წააგეთ, რამდენჯერ გაუცრუეთ საკუთარ თავს იმედი?..

ხომ მწარედ გახსოვთ, ვინც მაშინ დაგტუქსათ, დაგცინათ?..

ხომ გახსოვთ, რამდენი იტირეთ, როცა უფროსებმა გიყვირეს, შენგან არაფერი გამოვა, ტყუილად მქონდა შენი იმედიო?..

გახსოვთ, გახსოვთ და მაინც იმეორებთ თქვენი მშობლების შეცდომებს და ახლა შვილს თრგუნავთ, რომელმაც ზუსტად ისევე შეძლო,როგორც თქვენ ერთ დროს, ინერვიულა და ვერ გაიმეორა მეზობლის ბავშვის საგამოცდო რეკორდი…

 

ყველა ერთნაირი ვერ იქნება!

ვიღაც არ არის გამოცდის ტიპი…უბრალოდ,არ არის და მოკალი, თუ გინდა…

მშობლებო!თქვენი შვილი უნიკალურია, თქვენს დნმ-ს კი ატარებს, მაგრამ მაინც სხვა ადამიანია, სხვა ინდივიდი…

ადროვეთ ბავშვებს შეცდომების დაშვება…დაღმართზეც ჩაირბინონ, მერე ხომ აღმართიც აუცილებლად იქნება…

ნურასდროს ეტყვით მას, რომ უნიათო და უმადურია, რადგან შეიძლება დაიჯეროს და საკუთარ თავს დაკარგავს,შეიძლება ვერც იპოვოს,თვითშეფასების ადეკვატური უნარი ვერ ექნება…

და საერთოდ,რომელი გამოცდა დგას იმაზე მაღლა,რასაც ოჯახური სოლიდარობა ჰქვია?!

დაუდექით შვილებს გვერდით მაშინ,როცა სჭირდებით!

სხვა დროს ისინი დაგადებენ მხარზე ხელს და გეტყვიან,”მე აქ ვარ,შენ გვერდით!”…

ოღონდ მიეცით ამის მაგალითი…აჩვენეთ შვილებს,რამხელა ძალა აქვს თანადგომას!..” – წერს ოთო დანელია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • არასრულწლოვანი შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით – ერთი პირი დააკავეს
  • მოსალოდნელია წვიმა და თოვლი! – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
  • 25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge