Monday, October 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ბავშვების ჯანმრთელობისთვის სარისკოა“ – სპეციალისტების გაფრთხილება პროდუქტზე, რომელიც ბაზარზე სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად გამოჩნდა

October 12, 2026
„ბავშვების ჯანმრთელობისთვის სარისკოა“ – სპეციალისტების გაფრთხილება პროდუქტზე, რომელიც ბაზარზე სიგარეტის ნაკლებად საზიანო ალტერნატივად გამოჩნდა

თავბრუსხვევა, გულისცემის აჩქარება, არტერიული წნევის მატება და, ზოგჯერ, ეიფორიის შეგრძნება – სწორედ ამ ეფექტისთვის იყენებენ მოზარდები ნიკოტინის ბალიშებს. თამბაქოს ინდუსტრია მათ ნაკლებ მავნე ალტერნატივად წარმოაჩენს, თუმცა, ნიკოტინი, ნებისმიერი ფორმით, ძლიერ დამოკიდებულებას იწვევს. მოზარდებში კი ეს რისკი განსაკუთრებით მაღალია.

ნიკოტინის ბალიშების გამოყენება მშობლებისთვის გაცილებით რთული აღმოსაჩენია – მათ არ აქვთ სიგარეტისთვის დამახასიათებელი კვამლი და სუნი. ხილისა და ტკბილეულის არომატები კი მოზარდებისთვის უფრო მიმზიდველს ხდის ამგვარ პროდუქტს. ნიკოტინის მაღალი დოზით მოხმარების შემდეგ, მოზარდები კლინიკებშიც ხშირად ხვდებიან.

ნიკოტინის რამდენჯერმე მოხმარებაც კი, მოზარდებში დამოკიდებულების განვითარების რისკს ქმნის. სტატისტიკა აჩვენებს, რამდენად სერიოზულია ეს პრობლემა.

ნიკოტინის ბალიშების მომხმარებლებს შორის, უმთავრესად, 13-დან 18 წლამდე მოზარდები არიან. საქართველოში არასრულწლოვანებზე თამბაქოს ნაწარმის გაყიდვა და მისი რეკლამირება კანონით აკრძალულია, თუმცა ნიკოტინის ბალიშების ყიდვას ბავშვები მაინც ახერხებენ.

2018 წლიდან, საქართველომ, თამბაქოს კონტროლის მიზნით, არაერთი შეზღუდვა აამოქმედა – აიკრძალა თამბაქოს რეკლამა, შეიზღუდა მისი მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, შეიცვალა შეფუთვის წესებიც. ამ კომპლექსურმა მიდგომამ თამბაქოს მოხმარების შემცირებას შეუწყო ხელი, თუმცა ბაზარზე მუდმივად ჩნდება ნიკოტინის შემცველი ახალი საშუალებები, რაც თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის დამატებითი რეგულაციების საჭიროებას აჩენს.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე პრობლემის გადაჭრაში საკანონმდებლო ორგანოს პასუხისმგებლობასაც ხედავს და მზადყოფნას გამოთქვამს, მხარი დაუჭიროს დამატებით ზომებს, რომელიც ახალ თაობას მავნე პროდუქტებისგან დაიცავს. მისი ინიციატივით, ნიკოტინის მოხმარების რისკებზე მოსწავლეებს სკოლებში ექიმის საათის ფარგლებში უნდა ესაუბრონ.

ნიკოტინდამოკიდებულება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. მოწევა ზრდასრულის არჩევანია, თუმცა ბავშვების ნიკოტინისგან დაცვა, სახელმწიფოს, მშობლებისა და საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა. ამისთვის აუცილებელია, რეალიზატორებმა დაიცვან კანონი და არასრულწლოვნებზე არ გაყიდონ თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმი, მშობლებმა და საგანმანათლებლო დაწესებულებებმა კი ბავშვებს სწორად და გასაგებად მიაწოდონ ინფორმაცია ნიკოტინის მოხმარებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შედეგია“ – ექსპერტები ინფლაციის მიზეზებზე
  • მინდა, საჯაროდ დავგმო არჩევნები, რომელიც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიაზე ჩაატარა – რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
  • რუსეთის ინტერესების გატარების გამო გაიფუჭეს ურთიერთობა ევროკავშირთან და რუსეთთანაც ვერ შეძლეს საუბარი ქვეყნის ეკონომიკური თუ პოლიტიკური ინტერესების დაცვის გამო- შალვა კერესელიძე „ქართულ ოცნებაზე“

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge