“ციხის უფროსს ვთხოვ, რომ 15 ოქტომბრამდე გადამიყვანონ ამერიკულ ჰოსპიტალში საოპერაციოდ…” – თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
“მეგობრებო, ჩემო გულშემატკივრებო, დღეს აქ გლდანის ციხის სამარტოვე საკანში გამოკეტილი უდანაშაულო პატიმარი იმაზე უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ. ყველამ კარგად იცით როგორი უშიშარი და შეუპოვარი ვარ და აქაც გლდანის ციხის ცივ კედლებში გამოკეტილი ჩემი შეუპოვარი ბრძოლით მოვიპოვე ავადმყოფ, ლოგინად ჩავარდნილ დედასთან დარეკვის უფლება.
მორიგი ბრძოლა დამჭირდა დაზიანებულ მუხლზე გადაუდებელი ოპერაციისთვის. 28 სექტემბრიდან დავიწყე შიმშილი ოპერაციის მოთხოვნით. ციხის უფროსებთან მივაღწიე თანხმობას და 7 ოქტომბერს უნდა გადავეყვანე ამერიკულ ჰოსპიტალში, ჩემს მკურნალ ექიმთან საოპერაციოდ. ამიტომ შიმშილიდან მე-8 დღეს, 5 ოქტომბერს შევწყვიტე შიმშილი. სამწუხაროდ ციხის უფროსმა სიტყვა გატეხა, მომატყუა და 7 ოქტომბერს არ წამიყვანეს ციხიდან ამერიკულ ჰოსპიტალში დაგეგმილ ოპერაციაზე. იძულებული გამხადეს 8 ოქტომბრიდან კვლავ დავიწყე შიმშილი ოპერაციის მოთხოვნით.
ციხის უფროსს ვთხოვ, რომ 15 ოქტომბრამდე გადამიყვანონ ამერიკულ ჰოსპიტალში საოპერაციოდ და შეწყვიტოს ჩემი გაუსაძლისი ტკივილით წამება.“ – წერს თამაზ ელიზბარაშვილი სოციალურ ქსელში.
