Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ზურაბიშვილი ყვება, როგორ დაინიშნა ყეინიშვილი ეროვნულ ბანკში

October 9, 2026
ზურაბიშვილი ყვება, როგორ დაინიშნა ყეინიშვილი ეროვნულ ბანკში

“ქართული ოცნების“ მორიგი შეტევა ჩემს წინააღმდეგ და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ნანა ყეინიშვილის არჩევაზე პასუხისმგებლობის ჩემთვის დაკისრების მცდელობა პოლიტიკური ამნეზიის, უპრინციპობისა და საკუთარი უსუსურობის გადაფარვის მორიგი ფარსია – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საგანგებო განცხადებაში წერს.

სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ “როდესაც მმართველ გუნდს საკუთარი პოლიტიკური გათვლები ჩაეფუშება, ის, ჩვეულ სტილში, ისტორიის გადაწერასა და საკუთარი შეცდომების სხვებისთვის გადაბრალებას ცდილობს”.

საზოგადოებას შევახსენებ უტყუარ ფაქტებს:

2019–2023 წლებში პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ოთხი დამოუკიდებელი, საერთაშორისოდ აღიარებული და მაღალკვალიფიციური კანდიდატი წარვუდგინე: გიორგი ხიშტოვანი, გიორგი მიროტაძე, გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე. „ქართულმა ოცნებამ“ ოთხივე კანდიდატურა აბსურდული მიზეზებით ჩააგდო და მათი კომპეტენცია ეჭვქვეშ დააყენა.
ამის რეალური მიზეზი ერთი იყო: მმართველ გუნდს სურდა, კანდიდატურები წინასწარ მასთან შემეთანხმებინა. მოგვიანებით კი სურდათ, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად მოქმედი ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი, წარდგენა, რათა ეროვნულ ბანკზე სრული პარტიული კონტროლი დაემყარებინა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის დასაცავად ამ მოთხოვნაზე ჩემი პრინციპული უარი მიიღეს.

2023 წლის სექტემბერში, აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სანქციების აღსრულების წესი შეცვალა. ამ გადაწყვეტილებამ უმძიმესი ინსტიტუციური კრიზისი გამოიწვია. პროტესტის ნიშნად ეროვნული ბანკის სამი ვიცე-პრეზიდენტი გადადგა, ხოლო ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ფუნქციური პარალიზების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ერთის მხრივ, „ოცნების“ პოლიტიკური დევნისა და რეპუტაციული შეტევების გამო, მაღალი დონის დამოუკიდებელ პროფესიონალებს აღარ სურდათ საკუთარი კანდიდატურების წარდგენა; მეორეს მხრივ, საბჭოს ვაკანტურად დატოვების შემთხვევაში, მმართველი გუნდი პრეზიდენტს დააბრალებდა ინსტიტუტის პარალიზებას.

სწორედ ამიტომ, მანამდე წარდგენილი ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები, რომელიც მათი გუნდის სრული ლუსტრაციისთვის იყო წარდგენილი გამოიყენეს კრიზისის დროს და შეავსეს საბჭო:
იმ „ოცნებამ“, რომელიც წლების განმავლობაში იწუნებდა წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს „არაკომპეტენტურობის“ საბაბით, ეს ორი კანდიდატი 84 ხმით, ყოველგვარი კითხვების, დებატების, კომპეტენციისა თუ წარსულის გადასინჯვის გარეშე, მყისიერად დაამტკიცა.

აქ ჩნდება მარტივი კითხვა: რატომ არ გაუჩნდა „ქართულ ოცნებას“ არცერთი შეკითხვა მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში წამყვან ფინანსისტებსა და ეკონომისტებს იწუნებდა და მათ კანდიდატურებს უარყოფდა?

პასუხი აშკარაა: მმართველ გუნდს ჰქონდა პოლიტიკური ილუზია და გათვლა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ, მორჩილ „მოთამაშეს“ ნიშნავდა.

დღეს, როდესაც ეს გათვლა მათსავე წინააღმდეგ შემოტრიალდა, საპარლამენტო უმრავლესობა პასუხისმგებლობის ჩემზე გადმოტანას ცდილობს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო უშუალოდ „ქართული ოცნების“ გააზრებული პოლიტიკური არჩევანი. საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საპარლამენტო უმრავლესობას და ამ პასუხისმგებლობას ისინი ვერანაირი იაფფასიანი პროპაგანდისტული ილეთით ვერ გაექცევიან”- წერს ზურაბიშვილი. 

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო – საქმე სამეწარმეო საქმიანობაში მოხელის მიერ უკანონო მონაწილეობის ფაქტს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შპს ,,ბიტექსჩეინჯის“ ხელმძღვანელი პირების მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი განცხადებების და მასზე დართული აუდიო ჩანაწერების თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი ნანა ყეინიშვილი ჩართულია სამეწარმეო საქმიანობაში, უშუალოდ აკონტროლებს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების ქსელს, რომელთა წილებიც რეგისტრირებულია მისი ოჯახის წევრის და მასთან აფილირებული პირების სახელზე. ამავე განცხადებების თანახმად, ნანა ყეინიშვილი ასევე, ცდილობდა ეროვნული ბანკის რეგულაციას დაქვემდებარებული საწარმოს წილში შესვლას და ამ გზით საკუთარი ბიზნესსაქმიანობის გაფართოებას.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პატიმრის შესაძლო გაუპატიურების საქმე – იურისტი განმარტავს, რატომ გადადის მტკიცების ტვირთი სახელმწიფოზე არასრული ვიდეოს დროსაც კი
  • გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
  • ეროვნული ბანკის საბჭომ ნანა ყეინიშვილი გადაწყვეტილებების მიღების პროცესს ჩამოაშორა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge