“მე მინდა თქვენ უპასუხოთ – გვეზრდება ხელფასი პარლამენტის წევრებს თუ არა? მკაფიოდ მინდა, რომ აქ ბრძანოთ…” – ირაკლი ზარქუა კაკაურიძეს მიმართავს.
“ბატონო გიორგი, რადიკალურ ტელევიზიებში და მედიაში, მათ შორის რადიკალებშიც გავრცელდა ნარატივი, რომ აი, ბიუჯეტი იზრდება და საქართველოს პარლამენტის დეპუტატებს ეზრდებათ ხელფასი.
მე მინდა თქვენ უპასუხოთ – გვეზრდება ხელფასი პარლამენტის წევრებს თუ არა? მკაფიოდ მინდა, რომ აქ ბრძანოთ…” – მიმართა ზარქუამ დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, გიორგი კაკაურიძეს.
“დღეს მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტის წევრის ხელფასი დამოკიდებულია საბაზრო თანამდებობის სარგოსთან. საბაზრო თანამდებობრივი სარგოს გაზრდასთან ერთად უნდა გაიზარდოს პარლამენტის ხელფასი, მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა ითქვას, რომ დღეს პარლამენტის ბიუჯეტი რაც არის დამტკიცებული, იქ არ არის პარლამენტარების ხელფასების ზრდა გათვალისწინებული. გათვალისწინებული არ არის ბიუჯეტში, კანონი ითხოვს, რომ უნდა გაიზარდოს. ამიტომ კანონი იქნება შესაცვლელი, ან უნდა დავამატოთ ფული, ეგ იქნება საბოლოო ჯამში” – აღნიშნა კაკაურიძემ ზარქუას პასუხად
პარლამენტის დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა „საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტს დღეს მხარი დაუჭირეს.
