Friday, October 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ფერმერთა მხარდაჭერა მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას- დავით სონღულაშვილი

October 9, 2026
ფერმერთა მხარდაჭერა მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას- დავით სონღულაშვილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა ფერმერთა მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

დავით სონღულაშვილმა ყურადღება გაამახვილა მცენარეთა დაცვის საშუალებების ხარისხის კონტროლისა და მათი სწორად გამოყენების მნიშვნელობაზეც. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ მიმართულებას სახელმწიფო შესაბამისი მექანიზმებით აკონტროლებს, მათ შორის, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს მცენარეთა დაცვის საშუალებების კონტროლს როგორც ქვეყანაში შემოტანისა და სერტიფიცირების, ისე რეალიზაციის ეტაპზე.

„სურსათის ეროვნული სააგენტო ძალიან აქტიურად მუშაობს არა მხოლოდ საზღვარზე პესტიციდების შემოტანისა და სერტიფიცირების, არამედ მათი შემდგომი რეალიზაციის კონტროლის მიმართულებითაც. ამასთან, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ცოდნაზე და კვალიფიციურ აგრონომიულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა. ფერმერმა უნდა იცოდეს, რა დაავადებასთან აქვს საქმე და კონკრეტულ შემთხვევაში რომელი საშუალება და რა დოზით გამოიყენოს. შესაძლოა, პრეპარატი იყოს ხარისხიანი, მაგრამ მისი არასწორად გამოყენების შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია პესტიციდების სწორად და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით გამოყენება“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ფერმერთა მხარდაჭერა ასევე მოიცავს მექანიზაციის ხელმისაწვდომობის ზრდას, გადამუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების განმტკიცებას. მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმებს აძლიერებს, რაც ფერმერებს წარმოებისა და გადამუშავების შესაძლებლობების გაუმჯობესებაში დაეხმარება.

„მექანიზაციის მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ. ამ ეტაპზე უკვე 20-ზე მეტი მიმართულება გვაქვს და ეს შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან შესაბამისი ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები შევქმენით. ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მარნების მხარდაჭერა, რათა მეურნეებს დამატებითი ღირებულების შექმნის შესაძლებლობა ჰქონდეთ“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სახელმწიფო ასევე მუშაობს ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაძლიერებასა და ახალი ბაზრების ათვისებაზე.

„საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერება და ახალი ბაზრების ათვისება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. სხვადასხვა მხარდაჭერის მექანიზმით, მათ შორის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობით, ხელს ვუწყობთ მეღვინეებს, კიდევ უფრო გაზარდონ ექსპორტი, აითვისონ ახალი ბაზრები და უკვე არსებულ ბაზრებზე თავიანთი პოზიციები გააძლიერონ“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დავითაძის მხარე ჩვენს რწმუნებულებზე ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, შეწყვიტეთ- ლევან იოსელიანი
  • 4 ოქტომბრის საქმეზე ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე- კახა კალაძე
  • ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული- კახა კალაძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge