Thursday, October 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია – შეფასებები “ქართულ ოცნებაში”

October 8, 2026
ევროპარლამენტის ახალი რეზოლუცია – შეფასებები “ქართულ ოცნებაში”

„ქართული ოცნება“ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასა და ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებებს მწვავედ აკრიტიკებს. ირაკლი ქადაგიშვილი იუკნევიჩიანეს „ფაშისტური ტერმინოლოგიის“ გამოყენებაში ადანაშაულებს, არჩილ გორდულაძე კი მას „ბოლშევიკური სულისკვეთებით გამსჭვალულ ადამიანს“ უწოდებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ევროპარლამენტის ქმედებები საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას ემსახურება.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ დემონიზაციის გზას მიმართავს.

“რასიზაცია საქართველოში რომ დასრულდა, ფაქტია, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ეს ადამიანი, რომელსაც ევროპარლამენტარი ჰქვია, აკაცუკების ტერმინზე გადავიდა. ეს არის მისი საქმიანობის და “პოლიტიკური დამოკიდებულების” შედეგი საქართველოსთან. აკაცუკების ტერმინით ლაპარაკობს. რახან დემოკრატიული გზით “ქართული ოცნების” პოლიტიკას ვერ ამარცხებენ, ამიტომ არიან დემონიზაციის გზაზე გადასულები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ რასაც ეს ადამიანი ამბობს, ეს არის ფაშისტური ტერმინოლოგია” – ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.

არჩილ გორდულაძე კი რასა იუკნევიჩიანეს „ბოლშევიკური სულისკვეთების“ მქონე პოლიტიკოსად მოიხსენიებს. მისი მტკიცებით, ევროპარლამენტის რეზოლუციები თავად ამ ინსტიტუტის რეპუტაციაზე მეტყველებს, მათი მიზანი კი საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გავლენის აღდგენაა.

“რასა იუკნევიჩიანეს რეპუტაცია ყველამ იცის ძალიან კარგად, როგორც საქართველოში საქარტელოს მოსახლეობამაც გაიგო, ეს არის ერთი ჩვეულებრივი ბოლშევიკური სულისკვეთებით გამსჭვალული ადამიანი, რომელიც გამოვიდა თავისი ბოლშევიკური წარსულიდან. ევროპარლამენტს რომ საკუთარი რეპუტაცია ნულამდე ჰყავს დაყვანილი, მათ შორის ამ ყველაფერზე მეტყველებს დამოკიდებულება წევრი სახელმწიფოების მხრიდან, მათ შორის აშშ-ს მოქმედი ადმინისტრაციის დამოკიდებულება მათ მიმართ და რეალურად, ეს 9 რეზოლუცია საკუთარ თავზე უფრო მეტს მეტყველებს, ვიდრე რაიმეს საუბრობს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე. მათი მიზანია, რომ მინავლებული “ნაციონალური მოძრაობის”, როგორმე ამ ძალის აქტუალიზაცია მოახდინონ” – ამბობს არჩილ გორდულაძე.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო რეზოლუცია „საქართველოში მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“, მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობების შესახებ“. კენჭისყრისას 97-მა ევროპარლამენტარმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

დოკუმენტში ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობას და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის დაუყოვნებლივ გაწვევას მოითხოვს.

ამასთან, ევროპარლამენტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილისა და კახა კალაძის წინააღმდეგ პერსონალური სანქციებისა და სავიზო შეზღუდვების დაწესებისკენ მოუწოდებს.

რეზოლუციაში საუბარია საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის, მედიის თავისუფლების შეზღუდვისა და პოლიტიკური დევნის შესახებ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი აირის მოწოდების ხელშეკრულება 20-წლიანი ვადით გახანგრძლივდა
  • “არ დააძალო კითხვა, შეწყვიტოს, როცა აღარ უნდა, დაიწყოს, საიდანაც სურს” – როგორ შევაყვაროთ ბავშვს წიგნის კითხვა: პოეტ ნატო ინგოროყვას რჩევები
  • საქართველოს საპენსიო ფონდი 30 სექტემბრის სტატისტიკურ მონაცემებს ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge