Wednesday, February 25, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

,,ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ შვილი არ გავაჩინე” – მაკა რაზმაძე

August 5, 2022
,,ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ შვილი არ გავაჩინე” – მაკა რაზმაძე

ტელეჟურნალისტ მაკა რაზმაძის ბიოგრაფია საქართველოს უახლეს ისტორიასთან თანხვედრაშია. ყველა მოვლენის, რაც ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებიდან დღემდე მოხდა, უშუალო მონაწილე იყო. აფხაზეთის ომის კადრებს იღებდა, დაიჭრა კიდეც, მაგრამ მისგან ეს ამბავი არავის გაუგია.

თეატრალურ ინსტიტუტში მშობლებისგან მალულად ჩააბარა, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზეც იდგა. მაინც ჟურნალისტობა გახდა მისი პროფესია.

მის ცხოვრებაში მრავლად იყო დრამატული მოვლენები – აფხაზეთის ომში ძმის დაღუპვა, ღალატი სიყვარულში, ტელევიზიიდან გათავისუფლება, უსამსახუროდ დარჩენა… ყველაფერს გაუძლო, არ გაბოროტებულა, გამოვლილმა გზამ გააძლიერა. მაკა ამ ყველაფერზე ,,სარკესთან” გულახდილად საუბრობს.

– ,,ჩაი” – თქვენი გადაცემა ძალიან ხმაურიანია. გასაგებია, ქვეყანაშიც დაძაბული სიტუაციაა, მაგრამ მაინც გვინდა, ეკრანიდან ცოტა სიმშვიდე მოდიოდეს.

– ჩემი გადაცემები არასდროს ყოფილა მშვიდი. არ არის ის დრო, სტუდიაში კოსტიუმებში გამოწკეპილი სტუმრები მოვიწვიო, რომლებიც დაწყობილი სახით დაწერილ ტექსტებს წაიკითხავენ.

– და მაინც, რამ დააგროვა ასეთი საშინელი აგრესია ადამიანებში?

– აგრესიას წარმოშობს ის, რომ დილა თენდება და არ იცის ახალგაზრდამ, თუნდაც შუახნისამ,პური როგორ იყიდოს, რადგან არა აქვს სამსახური. ისწავლა, პროფესია შეიძინა, აიღო დიპლომი და დღეს მისი ბედი გაურკვეველია.

სხვა ქვეყნებს ერთი უბანი აქვთ ჩვენხელა, მაგრამ ახერხებენ, ხალხი მშიერი არ ჰყავდეთ. როგორ შეიძლება, 3 მილიონ 700 ათასი ადამიანი იყოს ღატაკი?! იცით, რატომ ვერ ვერევით ამ ყველაფერს? „ვეტენებით“ მთავრობას, ნაცვლად იმისა, მოვთხოვოთ, გვაცხოვრონ კარგად! როგორც კი დავსვამთ კითხვას, ამა თუ იმ ჩინოსანს როგორ გაუჩნდა მილიონები, წამოგვესევიან, ვინ გკითხავსო.სანამ მთავრობას მოვეფერებით, მათხოვრები ვიქნებით. როგორც კი ისეთ თემებს შევეხები, რაც მთავრობას არ სიამოვნებს, მომისევენ თავის მომხრეებს, რას ჰგავხარ, შე ბოტოქსიანოო.

– რაზე გწყდებათ გული?

– სულ მეგონა, რომ მექნებოდა ოჯახი და მეყოლებოდა ბევრი შვილი. როგორც იცით, სიყვარულში არ გამიმართლა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, შვილი არ მყავს. ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა.

ისეთ დროში გავიზარდე, როცა უქმროდ შვილის გაჩენა მიღებული არ იყო, საზოგადოების გაკიცხვას იმსახურებდა. ჩემი პატივისცემა იმ ქალბატონებს, ვინც ამ ყველაფერს გადააბიჯეს და შვილი გააჩინეს.

ახლა ჩემთვის შვილის აყვანაც დაგვიანებულია, ასაკიც არ მიწყობს ხელს, ბავშვს ახალგაზრდა მშობელი სჭირდება. მოკლედ, რაც არის, ეს არის. ასეთია მაკა რაზმაძე და უკვე აღარ შეიცვლება.

 

წყარო: “sarkenews.ge”

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მჯერა ჩემი საზოგადოების, თუ სამართლიანად მიაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას, ყოველთვის დადგება სიმართლის და სამშობლოს მხარეს”- ყაველაშვილი
  • მოძრაობა აკრძალულია – გაფრთხილება მძღოლებს
  • წყალი 9 საათით შეწყდა – იხილეთ აღდგენის დრო

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge